ამ დღეებში მსოფლიო მედიაში გავრცელებულმა ამბავმა ფრანგი ქალის შესახებ, რომელიც პაკისტანელ ქმარს ათი წელი ტყვეობაში ჰყავდა შვილებთან ერთად, ბევრს გაახსენა კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა, ამერიკელი ქალის, რომელიც ირანელ ექიმს გაჰყვა ცოლად. თავდაპირველად აშშ-ში ცხოვრობდნენ, მაგრამ ირანში სტუმრობისას ქმარმა მას პასპორტი ჩამოართვა და წლების განმავლობაში ფაქტობრივად ტყვეობაში ჰყავდა შვილთან ერთად. მისი ისტორია აღწერილია წიგნში Not Without My Daughter, რომლის მიხედვითაც ფილმიც გადაიღეს.
ბეტი მაჰმუდის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეალური ამბავია ოჯახურ ძალადობაზე, იძულებით დაკავებასა და დედის ბრძოლაზე შვილის გადასარჩენად. მისი ამბავი მსოფლიომ გაიცნო 1987 წელს გამოცემული მემუარის, Not Without My Daughter, საშუალებით, რომელიც მოგვიანებით ფილმადაც გადაიღეს.
ბეტი მაჰმუდი (დაბადების გვარი: ლოვი) ამერიკელი იყო, მიჩიგანის შტატიდან. სამედიცინო სფეროში მუშაობდა და ჰყავდა ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან.
1977 წელს გაიცნო ირანელი ექიმი, საიდ ბოზორგ მაჰმუდი, რომელსაც ყველა „მუდის“ ეძახდა. იმ დროს ის უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობდა, ჰქონდა სამედიცინო პრაქტიკა და ამერიკულ ცხოვრებასაც კარგად იყო შეგუებული.
მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. დაქორწინდნენ და 1979 წელს შეეძინათ ქალიშვილი, მაჰტობი.


იმავე წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია. ბევრი ირანელი ემიგრანტის მსგავსად, მუდიც ემოციურად განიცდიდა სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს და სულ უფრო ხშირად ლაპარაკობდა დაბრუნებაზე.
ბეტის თქმით, ამ პერიოდში ქმარი თანდათან შეიცვალა — უფრო მკაცრი, ფეთქებადი და უკონტროლო გახდა. მოგვიანებით თავად ქმარი ამ ბრალდებებს უარყოფდა.
1984 წელს მუდიმ ბეტი და ხუთი წლის მაჰტობი დაიყოლია, რომ ირანში მხოლოდ ორკვირიანი სტუმრობით წასულიყვნენ ნათესავების სანახავად.ბეტი დათანხმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქმარმა პირობა მისცა, რომ ორი კვირის შემდეგ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ ამერიკაში.
თუმცა ირანში ჩასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
ქმარმა უცებ განაცხადა, რომ ამერიკაში აღარ ბრუნდებოდნენ.ბეტის პასპორტი და დოკუმენტები ჩამოართვეს. ის პრაქტიკულად ვერ ტოვებდა სახლს და აღმოჩნდა ქვეყანაში, რომლის ენაც არ იცოდა, სადაც არც ნათესავები ჰყავდა და არც სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონდა.
ბეტის მონათხრობის მიხედვით, მომდევნო დაახლოებით 18 თვის განმავლობაში: ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ემუქრებოდა, რომ თუ გაქცევას შეეცდებოდა, შვილს ვეღარასოდეს ნახავდა; აუკრძალა დამოუკიდებლად გადაადგილება და მუდმივად აკონტროლებდა.
ყველაზე რთული გადაწყვეტილება მაშინ დადგა, როცა ბეტის უთხრეს, რომ შეეძლო მარტო დაბრუნებულიყო ამერიკაში, მაგრამ შვილი ირანში უნდა დაეტოვებინა.
მან უარი თქვა.სწორედ აქედან მოდის მომავალი წიგნის სათაური — „არა ჩემი ქალიშვილის გარეშე“.

თვეების განმავლობაში ბეტი ფარულად ეძებდა დახმარებას. საბოლოოდ დაუკავშირდა ადამიანებს, რომლებიც უცხოელებს ქვეყნიდან გაქცევაში ეხმარებოდნენ.
1986 წელს ბეტიმ და მაჰტობმა ღამით დატოვეს სახლი. რამდენიმე დღე ფეხით, მანქანებითა და სხვადასხვა გზით იმოგზაურეს ჩრდილო-დასავლეთ ირანის მთიანეთში.
გაქცევის ყველაზე სახიფათო ნაწილი იყორთულად კონტროლირებადი, მაგრამ მაინც ძალიან საშიში, ირან-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა.საბოლოოდ მათ თურქეთს მიაღწიეს, შემდეგ კი ამერიკის საელჩოს დახმარებით აშშ-ში დაბრუნდნენ.
1987 წელს ბეტიმ გამოსცა წიგნი Not Without My Daughter.წიგნი ბესტსელერი გახდა, ათეულობით ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.
1991 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც ბეტის როლი სალი ფილდმა შეასრულა.
წიგნის გამოსვლის შემდეგ ბევრი მკითხველი აღფრთოვანებული იყო ბეტის სიმამაცით, თუმცა კრიტიკაც გაჩნდა.
კერძოდ:
თუმცა იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ დეტალებზე დღემდე კამათობენ, ფაქტია, რომ ბეტი და მისი ქალიშვილი მართლაც გაიქცნენ ირანიდან და დაბრუნდნენ აშშ-ში.


ბეტი მაჰმუდმა სიცოცხლის დარჩენილი წლები ოჯახური ძალადობისა და საერთაშორისო ოჯახური გატაცებების თემაზე ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნა. ის კითხულობდა ლექციებს, ეხმარებოდა მსგავს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს და თანამშრომლობდა ორგანიზაციებთან, რომლებიც საერთაშორისო ოჯახურ დავებში ბავშვებისა და მშობლების დაცვაზე მუშაობენ.

მისი ქალიშვილი მაჰტობიც გაიზარდა ამერიკაში. მოგვიანებით მან საკუთარი წიგნიც დაწერა, სადაც აღწერა, როგორ ახსოვდა ბავშვობის ის პერიოდი და როგორ იმოქმედა ამ გამოცდილებამ მის ცხოვრებაზე.