ბავშვობაში მამის მხრიდან მუდმივი ძალადობის მხსვერპლი იაკუძას პირველი ქალი წევრი გახდა, ახლა კი სხვებს იცავს ამ გზისგან - მშობლები

ბავშვობაში მამის მხრიდან მუდმივი ძალადობის მხსვერპლი იაკუძას პირველი ქალი წევრი გახდა, ახლა კი სხვებს იცავს ამ გზისგან

2026-07-16 11:57:26+04:00

იაპონური მაფია - იაკუძა საუკუნეების განმავლობაში უკიდურესად პატრიარქალურ, მამაკაცთა დახურულ საზოგადოებად რჩებოდა, სადაც ქალებს მხოლოდ მორჩილი ცოლებისა თუ საყვარლების როლი ჰქონდათ. თუმცა, მაკო ნისიმურამ ეს მკაცრი წესი დაარღვია. იგი გახდა პირველი და, შესაძლოა, ერთადერთი ქალი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც პოლიციამ და ოფიციალურმა უწყებებმა იაკუძას წევრად აღიარეს.

mako-nimisura-2-1784188757.jpg

მაკო ნისიმურა 1966 წელს, აიჩის პრეფექტურაში, სახელმწიფო მოხელეების მკაცრ ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, იგი მამის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. სიმკაცრისა და ავტორიტარიზმისგან თავის დასაღწევად, მან მოზარდობისას სახლი მიატოვა. ქუჩაში აღმოჩენილმა გოგონამ თავშესაფარი ჯერ მოტოციკლისტთა აგრესიულ ბანდებში იპოვა. იქ ჩხუბი და თავდაცვა ისწავლა.

მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მეგობრის დასახმარებლად ხელკეტით შეიარაღებული ჩაერთო მასობრივ ჩხუბში და მოწინააღმდეგეები სასტიკად დაამარცხა. ამ დაუნდობელმა ძალამ ადგილობრივი იაკუძას კლანის ბოსის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც 20 წლის გოგონა თავის ოფისში დაიბარა და კლანში მიიღო.

mako-nimisura-4-1784188775.jpg

იაკუძას რიგებში მაკომ სწრაფად მოიპოვა ავტორიტეტი. იგი მუშაობდა გამოძალვის, პროსტიტუციის ქსელების მართვის, ნარკოტიკების რეალიზაციისა და ვალების ამოღების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლით სულ რაღაც 152 სანტიმეტრი იყო, კაცებით სავსე სასტიკ სამყაროში თავი ძალადობისა და ჩხუბის გამორჩეული ნიჭით დაიმკვიდრა. როგორც თავად იხსენებს: "მე შესანიშნავად ვჩხუბობდი და კაცთან ბრძოლა არასოდეს წამიგია".

კლანის წინაშე დაშვებული კოლექტიური შეცდომის გამოსასყიდად, მაკომ საკუთარი ნებით შეასრულა იუბიცუმე - რიტუალური თვითდასახიჩრება, რომლის დროსაც ნეკა თითის ფალანგს იჭრიან. მან ეს იმდენად ცივსისხლიანად გააკეთა, რომ მალე სხვა წევრებიც სთხოვდნენ დახმარებას, ვისაც ამის გამბედაობა არ ჰყოფნიდა. ასე შეერქვა მას "თითის მოკვეთის ოსტატი".

mako-nimisura-7-1784188794.jpg

22 წლის ასაკში, ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავების შემდეგ, იგი ოფიციალურად იქნა დარეგისტრირებული პოლიციის მიერ, როგორც იაკუძას წევრი.

30-იან წლებში მაკოს ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო. კლანის ძირითად საქმიანობად ნარკოტიკებით ვაჭრობა იქცა, რამაც თავად მაკოც მძიმე ნარკოდამოკიდებულებამდე მიიყვანა. გარდა ამისა, მან დაარღვია იაკუძას უმთავრესი კანონი - შეუყვარდა მოწინააღმდეგე კლანის წევრი.

mako-nimisura-1-1784188809.jpg

გააცნობიერა რა, რომ ეს გზა მხოლოდ სიკვდილამდე მიიყვანდა, მაკომ კლანიდან გაქცევა გადაწყვიტა, რის გამოც იგი ორგანიზაციიდან მოკვეთეს. მან სცადა ნორმალური ცხოვრების დაწყება, გააჩინა შვილი, თუმცა წარსულმა ტატუებმა (რომლითაც მთელი სხეული ჰქონდა დაფარული) და მოკვეთილმა თითმა საზოგადოებაში ინტეგრაციაში ხელი შეუშალა. სამსახურიდან მუდმივი დათხოვნის გამო, იგი დროებით კვლავ დაუბრუნდა ძველ საქმიანობას, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლო ამ წრიდან გამოსვლა.

mako-nimisura-5-1784188826.jpg

დღეს მაკო ნისიმურა 50 წელსაა გადაცილებული და გიფუს პრეფექტურაში ცხოვრობს. იგი მუშაობს შენობების დემონტაჟის (ნგრევის) სფეროში - ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სამუშაოთაგანია იაპონიაში, სადაც ყოფილ კრიმინალებს სამუშაოდ იღებენ.

mako-nisimura-10-1784188843.png

თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად მაკომ ყოფილი იაკუძას წევრების რეაბილიტაცია და მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარება აქცია. მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, რათა ახალგაზრდები დაეხსნა იმ შეცდომებისგან, რომლებიც თავად დაუშვა. მაკო ღიად აცხადებს, რომ მისი მიზანია, იაკუძას კულტურა იაპონიაში სამუდამოდ გაქრეს.

mako-nimisura-6-1784188945.jpg

"მე არ ვარ ფემინისტური ხატი და ჩემი მიზანი გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა არ ყოფილა. მე უბრალოდ გადასარჩენად ვიბრძოდი. დღეს კი მინდა, სხვებს დავეხმარო იმ უფსკრულიდან ამოსვლაში, რომელშიც მე წლები გავატარე".

აღსანიშნავია, რომ მაკოს ისტორიამ საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია და მასზე ფილმიც კი გადაიღეს.

გოგონა, რომელმაც ოთხი წლის ასაკში ორივე ფეხი დაკარგა, უსახსრობის გამო კალათბურთის ბურთის საშუალებით გადაადგილდებოდა... - კალათბურთის ბურთიდან პარალიმპიურ აუზამდე
ქალაქის მერს ყოველ პარასკევს უსახლკაროთა თავშესაფარში სძინავს... - ასე ცდილობს, გაიგოს უსახლკარო ადამიანების პრობლემები და თავად ნახოს და განიცადოს, როგორი პირობებია თავშესაფარში