"დღეს მერიდება კიდეც, სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს... სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია" - ნატალია ქუთათელაძე - მშობლები

"დღეს მერიდება კიდეც, სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს... სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია" - ნატალია ქუთათელაძე

2026-07-23 13:48:24+04:00

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ნანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იმხელა ყურადღება, სითბო და სიყვარული მივიღეთ ჩვენმა ოჯახმა, რომ თავს ვალდებულად ვთვლი საჯარო მადლობა გადაგიხადოთ პირადად ნანის სახელით. ყველაზე დიდი მიღწევაა ცხოვრებაში, დაიმსახურო ამდენი ადამიანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა.
უზარმაზარი მადლობა ასევე იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იყვნენ სცენაზე თუ სცენის მიღმა, ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთეს და დამერწმუნეთ, ნანის ცხოვრება კიდევ უფრო გახანგრძლივდა ასეთი დადებითი ემოიციების მიღების შემდეგ და ეს, თქვენი ყველასი დამსახურებაა.
თუმცა მიუხედავად იმ უსაზღვრო სიხარულის, მხიარულების და ბედნიერების რაც წინა დღეებში სუფევდა, დღეს მერიდება კიდეც სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს.
ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ ვინ უფრო ქოცია და ვინ ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია.
ანფეტამინისგან ფსიქიურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს, ხოდა დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს...
ჯერ სად ვართ..."
სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა... - რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე
90 წლის ნანი ბრეგვაძის ემოციური სიტყვები სცენიდან - ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც ყველას უყვარს (ვიდეო)