90 წლის ნანი ბრეგვაძის ემოციური სიტყვები სცენიდან - ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც ყველას უყვარს (ვიდეო) - მშობლები

90 წლის ნანი ბრეგვაძის ემოციური სიტყვები სცენიდან - ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც ყველას უყვარს (ვიდეო)

2026-07-21 23:41:08+04:00
ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 90 წლის გახდა. და ის კვლავ სცენაზე დგას!
შატო მუხრანში მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა, რომელიც თავადვე დაასრულა ემოციური სიტყვებით მაყურებლების მიმართ და სიმღერით, რომელიც მთელი მისი ცხოვრებაა.

კიდევ ერთი საღამო ივნისში შედგა, სადაც ასევე გამოვიდა თავად სცენაზე.

mshoblebi-1-1781271024.png

ის არა მხოლოდ ყველასთვის საყვარელი მომღერალია, არამედ ქალურობის, გემოვნების, ელეგანტურობის სიმბოლოა ბევრისთვის.

  • ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგამიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან. ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, 5 და და ძმა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ნანი სიმღერებს და რომანსებს, გიტარის თანხლებით ასრულებდა.მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
nani-1693642915-1721545830.jpg
nani-dedastan-ertad-1942c-1757592643. (1).jpgnani-dedastan-ertad-1942c-1757592643..jpg

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება – 1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ამაყი თავდაჭერის და გარეგნული სითამამის მიუხედავად ყოველი სცენაზე გამოსვლის წინ საოცრად ნერვიულობს, ყოველთვის განიცდის, სათანადოდ გაამართლებს თუ არა მაყურებლის მოლოდინს. ნანი ბრეგვაძე განსაკუთრებული პასუხისმმგებლობით უდგება თვითოეულ გამოჩენას სცენაზე, ძალიან იშვიათადაა კმაყოფილი და თვლის რომ თვითკრიტიკა აუცილებელი რამაა მომღერლისთვის.ნანის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო.

nani.jpgnani.jpg

ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, ამ მხრივ აღსანიშნავია: ”ვერის უბნის მელოდიები”, “შეხვედრა მთაში”, ”დათა თუთაშხია”, ‘საბუდარელი ჭაბუკი”, “განგაში” და სხვა. ახალგაზრდობაში ოცნებობდა მსახიობობაზე, ითამაშა კიდეც ორ ფილმში.

ჰყავს ერთი ქალიშვილი - ეკა მამალაძე, სამი შვილიშვილი და შვილთაშვილები.

მე უფრო სახლის ქალი ვარ... სახლი და ოჯახი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო... ოჯახი პირველია ცხოვრებაში.... - ნანი ბრეგვაძე
კადრები ნანი ბრეგვაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოდან და უბერებელი ლეგენდა (ვიდეო)
ასმაგად მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რადგან ყველაფერი ისწავლა, თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა... არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს... - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის სტილის საიდუმლოებებზე
გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს