ქალის თქმით, მისი შვილი სასტუმროს მესამე სართულზე, ოთახში შეიარაღებული იყო ჩაკეტილი და კარს არავის უღებდა.
"სპეცრაზმს ვუთხარი, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი,მე მესროლოს. გამაჩერეს, არაო".
ქალი უსამძიმრებს დაღუპული 17 წლის ბიჭის ოჯახსდა წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო.
"ის ბავშვი არ მომკვდარიყო... ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი" - ამბობს ნიკა კაპანაძის დედა. - „სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა იარაღი გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა, ჩემს მიმართაც დაიწყო აგრესია... ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ იარაღები-თქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს.... ზუსტად ვერ გეტყვით 4-5 წლის წინ მოხდა. სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს. ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა... იწვა კლინიკაში თემქაზე... წამალი გერმანიიდან ჩამოჰქონდათ, აქაური წამალი მაგისთვის არ მიმიცია. 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კაცს მოკლავდა", - აცხადებს დოდო ოდიშარია. იხილეთ ვიდეო