15 წლის მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ცნობილ რეპერს სიკვდილით დასჯა ემუქრება... - ძიებისას გამოვლენილი ახალი დეტალები კიდევ უფრო შემაშფოთებელია - მშობლები

15 წლის მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ცნობილ რეპერს სიკვდილით დასჯა ემუქრება... - ძიებისას გამოვლენილი ახალი დეტალები კიდევ უფრო შემაშფოთებელია

2026-07-27 09:32:46+04:00

მომღერლისა და მოკლული სელესტა რივას ერნანდესის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო... 2025 წელს მისი ცხედარი d4vd-ის კუთვნილი ავტომობილის საბარგულში იპოვეს.

უკვე თითქმის ერთი წელია, ამერიკის პოლიცია სელესტა რივას ერნანდესის მკვლელობის საქმეს იძიებს. გოგონა 13 წლის იყო, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე სახლიდან გაიქცა. სელესტას დედამ პოლიციას მიმართა. ძებნაში მოხალისეებიც ჩაერთნენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

devid-entoni-berki-1-1785130747.jpg
დევიდ ენტონი ბურკი

გოგონას ცხედარი მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ, ლოს-ანჯელესში საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მკვლელობა რამდენიმე კვირით ადრე იყო ჩადენილი და მთელი ამ დროის განმავლობაში ცხედარი ავტომობილში ინახებოდა. სელესტას ამოცნობა მხოლოდ თმის, სამკაულებისა და თითზე არსებული ტატუს მეშვეობით შეძლეს. ზუსტად ასეთი ტატუ თავად რეპერსაც აქვს.

თავდაპირველად ავტომობილი ერთ-ერთი გზის პირას, აკრძალულ ადგილას იყო გაჩერებული, რის გამოც მისი ევაკუაცია მოხდა. მანქანიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა, ამიტომ საჯარიმო ავტოსადგომის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიცია გამოიძახა.

selesta-1785130897.jpg
სელესტა რივას ერნანდესი

ავტომობილის მფლობელის დადგენა რთული არ ყოფილა. იგი ამერიკაში ცნობილი რეპერი d4vd, იგივე დევიდ ენტონი ბურკი აღმოჩნდა. ცხედრის აღმოჩენის დროს ის საკონცერტო ტურნეში იმყოფებოდა, თუმცა გასტროლები დაუყოვნებლივ შეწყვიტა და პოლიციაში გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა და გამოძიებას სრულ თანამშრომლობას დაჰპირდა.

თავდაპირველად დევიდ ენტონი ბურკის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მას მოკლულ გოგონასთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

არტისტის ჩვენებებსა და რეალობას შორის შეუსაბამობა პირველად სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შენიშნეს. მათ ყურადღება მიაქციეს, რომ რეპერი საკუთარ რამდენიმე სიმღერაში მოზარდი გოგონებისადმი აკვიატებულ ინტერესს აღიარებდა. ამავე დროს, სელესტას დედამ პოლიციას უამბო, რომ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მის ქალიშვილს შეყვარებული ჰყავდა. გოგონა მასზე თითქმის არაფერს ჰყვებოდა, თუმცა ერთხელ მისი სახელი - დევიდი ახსენა და აღიარა, რომ იგი მასზე მნიშვნელოვნად უფროსი იყო.

ცოტა ხანში არტისტი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი ახლობლებისა და ოჯახის წევრების დაკითხვამ საქმეში ახალი, შემზარავი დეტალები გამოავლინა.

selesta-1785130930.png
სელესტა რივას ერნანდესი

გაირკვა, რომ დევიდს მართლაც ჰქონდა ურთიერთობა სელესტასთან. მათი რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო. 13 წლის ასაკში კი მასთან პირველად დაამყარა ინტიმური კავშირი. იმ დროს თავად დევიდი 18 წლის იყო.

სელესტა მუსიკოსს მისი ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გაეცნო. ამის შემდეგ ის ხშირად დაჰყვებოდა გასტროლებზე, მოგვიანებით კი დევიდმა საკუთარი ოჯახის წევრებსაც გააცნო.

სელესტას ოჯახის წევრები ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. გოგონას დედამ პოლიციას უთხრა, რომ ქალიშვილს მობილურ ტელეფონს ართმევდა, რომ მეგობარ ბიჭთან კონტაქტი ვერ დაემყარებინა, თუმცა რეპერი ყოველ ჯერზე ახალ ტელეფონს ყიდულობდა. გოგონა რამდენჯერმე სახლიდან გაქცევითაც დაიმუქრა და საბოლოოდ ასეც მოიქცა.

სად ცხოვრობდა იგი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჯერ კიდევ დასადგენია. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ პერიოდში ის დევიდთან ერთად იყო, თუმცა რეპერი ამას უარყოფს.

პოლიციის მიერ შეგროვებული მასალებისა და აღმოჩენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოვლენები, სავარაუდოდ, ასე განვითარდა:

სელესტას რეპერის თაყვანისმცემლების მიმართ ეჭვიანობდა. მათ შორის კონფლიქტები სულ უფრო ხშირად ხდებოდა, რაც დევიდს აღიზიანებდა. გოგონა ემუქრებოდა, რომ თუ ერთგულებას არ შეინარჩუნებდა, ყველას მოუყვებოდა, მათი ურთიერთობა მაშინ რომ დაიწყო, როდესაც თავად მხოლოდ 11 წლის იყო. ამ შემთხვევაში რეპერს პატიმრობა ემუქრებოდა.

ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს არტისტმა დანა აიღო...

იმ მომენტში სელესტას გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, თუმცა დევიდს სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებია. გოგონა სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.

არტისტი დაელოდა, სანამ სელესტა სუნთქვას შეწყვეტდა, შემდეგ კი მტკიცებულებების დაფარვა დაიწყო. პირველ რიგში, სელესტას ტელეფონიდან საკუთარ ნომერზე მისი ადგილსამყოფლის შესახებ რამდენიმე შეტყობინება გაგზავნა, თითქოს იმ საღამოს ერთმანეთს არ შეხვედრიან და გოგონა მას ეძებდა.

სხვა ნომრის გამოყენებით სხეულის დასანაწევრებლად საჭირო ხელსაწყოები შეუკვეთა. სელესტას ნეშტის ნაწილები სპორტულ ჩანთაში მოათავსა და ავტომობილის საბარგულში დატოვა. თავად კი ცოტა ხნის შემდეგ გასტროლებზე გაფრინდა.

selesta-4-1785130958.jpg
სელესტა რივას ერნანდესი

ჩხრეკის დროს არტისტის კომპიუტერში ტერაბაიტობით ბავშვთა პორნოგრაფია აღმოაჩინეს.

პოლიცია საქმის მასალების შესწავლას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სელესტა რივას ერნანდესი რეპერისგან ორსულად იყო…

devid-entoni-berki-4-1785131004.jpg
დევიდ ენტონი ბურკი

მის ტელეფონში შემდეგი შინაარსის შეტყობინებები იპოვეს:

"ვერც ერთი ჩვენგანი ბავშვზე ზრუნვას ვერ შეძლებს."

"ასე ყველასთვის უკეთესი იქნება."

"ნეტავ ყველაფრის უკან დაბრუნება შემეძლოს."

რეპერის ტელეფონში ასევე აღმოაჩინეს სელესტასა და თავად დევიდის შიშველი ფოტოები.

არტისტი ბრალს არ აღიარებს. მისი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სელესტამ საკუთარ დანით ჭრილობა თავად მიიყენა. თუმცა, რადგან ცხედარი გვიან აღმოაჩინეს, ამ ვერსიის საბოლოოდ უარყოფა ექსპერტებისთვის ამ ეტაპზე რთულია. მიუხედავად ამისა, გამოძიება მიიჩნევს, რომ ასეთი სცენარი უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.

დევიდ ენტონი ბურკი 2005 წლის 28 მარტს ნიუ-იორკში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც კომპიუტერული თამაშების შესახებ ვიდეობლოგის წარმოება დაიწყო. მისი ვიდეოები ხშირად იბლოკებოდა, რადგან გამოყენებული მუსიკა საავტორო უფლებებს არღვევდა.

სწორედ მაშინ ურჩია დედამ, საკუთარი მუსიკა თავად ჩაეწერა. ამ იდეამ დევიდი ძალიან გაიტაცა. პროფესიული სტუდიის ქირაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომ მომავალმა რეპერმა პირველი კომპოზიციები საკუთარი ოთახში ჩაწერა.

მოგვიანებით თავისი სიმღერების ფრაგმენტების მუსიკალურ პლატფორმებზე გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე მათგანი ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. დევიდს კონტრაქტი ერთდროულად რამდენიმე მსხვილმა ლეიბლმა შესთავაზა, რის შემდეგაც კონცერტების გამართვა დაიწყო.

2023 წელს ბურკმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა.

რეპერის დაკავების შემდეგ მასთან გაფორმებული ყველა კონტრაქტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, სტრიმინგ პლატფორმებზე მისი სიმღერების მოსმენების რაოდენობა დღემდე იზრდება.

თუ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისა და მკვლელობის ბრალდებებში მისი დანაშაული დამტკიცდება, დევიდ ენტონი ბურკს უვადო თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯაც კი ემუქრება.

მეძავებივით ეპყრობოდა და ხანდაზმულ მამაკაცებს აცნობდა - გავლენიანი სამოდელო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გაუპატიურებებსა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ
ნორვეგიის პრინცესას ვაჟს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ის თავდასხმასა და გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს