ნორვეგიის გვირგვინოსანი პრინცესას ვაჟს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მშობლები

ნორვეგიის პრინცესას ვაჟს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ის თავდასხმასა და გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს

2026-06-16 09:50:21+04:00

ნორვეგიის გვირგვინოსანი პრინცესა მეტე-მარიტის ვაჟს, მარიუს ბორგ ჰეიბის, ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ The Guardian წერს. ოსლოს საოლქო სასამართლომ იგი რამდენიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ და განაჩენიც შესაბამისად გამოიტანა.

სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა იქნა მიღებული. მოსამართლე ჯონ სვერდრუპ ეფიესტადმა დაადასტურა მარიუსის მონაწილეობა ყოფილ შეყვარებულზე, ნორა ჰოკლენდზე თავდასხმაში, ორ გაუპატიურებასა და სხვა სამართალდარღვევებში. საერთო ჯამში, მას ბრალი 40 დანაშაულებრივ ეპიზოდში ედებოდა.

danashauli-3-1781589173.jpg
მარიუს ბორგ ჰეიბი და პრინცესა მეტე-მარიტი

სექსუალური ძალადობის ორ სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით ჰეიბი გამართლდა, ხოლო მიახლოების აკრძალვის დარღვევის მუხლი მოეხსნა. თავად კრონპრინცესას ვაჟმა ყველაზე მძიმე ბრალდებებში, მათ შორის გაუპატიურებაში, თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა შედარებით მსუბუქ ეპიზოდებს დაეთანხმა. ამჟამად მას განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს სიტუაცია ჰეიბის ოჯახისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში განვითარდა. დედის, მეტე-მარიტის ფილტვების ქრონიკული დაავადება გაუარესდა და იგი ამჟამად ტრანსპლანტაციისთვის ემზადება. ამ მიზეზით, ოსლოს საოლქო სასამართლო გასულ კვირას მარიუსის პატიმრობიდან გათავისუფლებას დათანხმდა, რათა მას საავადმყოფოში კრონპრინცესის მონახულება შეძლებოდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მარიუს ბორგ ჰეიბი ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრი 2001 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც მეტე-მარიტი ტახტის მემკვიდრე პრინც ჰოკონზე დაქორწინდა. მიუხედავად ამისა, მომავალი მეფის გერს მონარქიული პრივილეგიები და უფლებამოსილებები არ გააჩნია და არც ტახტის მემკვიდრეობის ხაზში შედის.

danashauli-1-1781589352.jpg
გვირგვინოსანი პრინცესა მეტე-მარიტი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, 2004 წელი

მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების ისტორია უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მედიაში ჰეიბის დანაშაულებზე პირველად 2024 წელს ალაპარაკდნენ. მაშინ ოსლოს პოლიციამ იგი საკუთარი შეყვარებულის, რებეკა არსტენის ცემის გამო დააკავა. იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეტე-მარიტის ვაჟმა კიდევ ერთი სამართალდარღვევა ჩაიდინა: იგი რებეკას ტელეფონითა და შეტყობინებებით უკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლთან ყოველგვარი კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა.

danashauli-4-1781589449.jpg
პრინცესა მეტე-მარიტი, პრინცი ჰოკონი, პრინცი სვერე მაგნუსი, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და მარიუს ბორგ ჰეიბი ნორვეგიის ეროვნულ დღეს, 2015 წელს

მოვლენების მეორე ტალღამ 2025 წლის ზაფხულში იფეთქა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუსმა, სავარაუდოდ, ოთხი ქალის ნების წინააღმდეგ მათთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიების მტკიცებით, ყველა შემთხვევაში იგი მძინარე მსხვერპლებს ესხმოდა თავს და საკუთარ დანაშაულებს ვიდეოზეც იღებდა. გარდა ამისა, მეტე-მარიტის ვაჟს ბრალი მკვლელობის მუქარაში, სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმაში, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის დარღვევასა და ერთ-ერთ ყოფილ შეყვარებულზე ძალადობაშიც ედებოდა.

„ქეითის კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ — პრინცმა უილიამმა ჰარისთან ურთიერთობა მეუღლის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო საბოლოოდ გაწყვიტა
სამეფო კარზე უფასოდ ცხოვრება დასრულდა - მეფე ჩარლზ III ძმიშვილებს სამეფო რეზიდენციებიდან აძევებს, პრინცი უილიამი კი ითხოვს, რომ მათგან თავი შორს დაიჭირონ
მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ქორწინების მე-8 წლისთავი აღნიშნეს - პატარა ტორტი, შვილების ყიჟინა, უჩვეულო საჩუქარი და მეგანის მიერ გავრცელებული საარქივო ფოტოები (ზეიმის ვიდეო)