"თუ ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაგეწყოთ უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112" - ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს - მშობლები

"თუ ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაგეწყოთ უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112" - ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს

2026-07-27 20:36:20+04:00

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს:

"გაფრთხილება!
საქართველოში გამოჩნდა და ძაან ინტესიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით იყიდება.
ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.
შესაძლო შედეგებია:
• ძლიერი შფოთვა და პანიკა;
• ჰალუცინაციები და ფსიქოზი;
• აგრესია;
• კრუნჩხვები;
• გონების დაკარგვა;
• სუნთქვის გაძნელება;
• ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.
ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. და ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე - მეფედრონზე, ალფაზე და სხვა სტიმულატორებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმეს მდგომარეობას!!
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112.
გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს".
ნარკოტიკების ასეთი კატასტროფული, სრულიად უკონტროლო რაოდენობა და ასორტიმენტი არსებობს, ნებისმიერი ნარკოტიკის ყიდვა 10 წუთში შეგვიძლია... კატასტროფას მივიღებთ... - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე
კიდევ რა უნდა მოხდეს?! დავკარგავთ კიდევ უამრავ ახალგაზრდას. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე