"ქორწინების 4 წლისთავი და ჩვენ უკვე ხუთნი ვართ..." - ცნობილი წყვილი ქორწინების მე-4 წლისთავს 3 შვილით შეეგება - მშობლები

"ქორწინების 4 წლისთავი და ჩვენ უკვე ხუთნი ვართ..." - ცნობილი წყვილი ქორწინების მე-4 წლისთავს 3 შვილით შეეგება

2026-07-30 18:01:12+04:00

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწინების 4 წლისთავს აღნიშნავენ. ამ თარიღს წყვილი სამი შვილით შეეგება.

"ქორწინების 4 წლისთავი, და ახლა ჩვენ ხუთნი ვართ. საუკეთესო თავგადასავალი, უდიდესი მადლი. მიყვარხართ უსასრულოდ", - წერს წყვილი სოციალურ ქსელში და ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

4-years-of-marriag1-1785420849.jpg

4-years-of-marriage-and-now-there-are-f-1785420851.jpg4-years-of-marriage-and-now-there-are-4-1785420850.jpg4-years2-1785420850.jpg4-years-of-marriage-and-now-there-are-4-1785420850.jpg

ლიზას და ირაკლის ცოტა ხნის წინ შეეძინათ მესამე შვილი. 3 წლის გიოს და ერთი წლის ნინას შემდეგ წყვილს ქეთო ეყოლა, რომელსაც სახელი ექიმი ბებიის, ქეთი ასათიანის პატივსაცემად დაარქვეს. ქეთოს დაბადებასაც დაესწრო ირაკლი, როგორც პირველი ორი შვილის. სახლში გაწერისა და დამშვიდების შემდეგ, ლიზამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებსაც უპასუხა.მისი თქმით, ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარების გარეშე.

ლიზამ სამედიცინო უნივერსიტეტი სულ ახლახან დაამთავრა. რეზიდენტურას ოფთალმოლოგიის მიმართულებით აგრძელებს. მისი თქმით, არ უჭირს დედობის და სწავლის შეთავსება, რადგან გვერდით ირაკლის სახით საუკეთესო ადამიანი ჰყავს.

ჩვენი ნინა... - ლიზა ჩიჩუამ და ირაკლი მაქაცარიამ ქალიშვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროეს
გიო მაქაცარიას მხიარული დაბადების დღე... - მშობიარობიდან 10 დღეში ლიზა შვილის დღეობაზე გამოჩნდა და შესანიშნავ ფორმაშია (ვიდეო)