"პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე...  ამ ღიმილის გამო, დე??!!" - ნიკა ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა - მშობლები

"პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე...  ამ ღიმილის გამო, დე??!!" - ნიკა ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა

2026-08-01 11:56:56+04:00

ხორავას ქუჩაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილი დღეს 18 წლის გახდებოდა.

ნიკოლოზის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე...
ამ ღიმილის გამო, დე??!!
18 წელი... გილოცავ, ჩემო სიამაყე".
შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 43 წლის, ადრე ნასამართლევი ნიკა კაპანაძეა - დეტალები
სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა... - რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე