"ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა.
...გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი." -აღნიშნავდალევანი ინტერვიუში.

მსახიობი და ადვოკატი აღნიშნავენ, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ოჯახი მათი ნავსაყუდელია.