ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაერთი აბიტურიენტი ორ ან მეტ არჩევით საგანს აბარებს, რათა სხვადასხვა სასწავლო პროგრამაზე კონკურენციის შესაძლებლობა ჰქონდეს. თუმცა, ხშირად ჩნდება კითხვა - რა მოხდება, თუ ერთ-ერთ არჩევით საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა?
თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი ჩააბარა და ერთ-ერთში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის კონკურსს მთლიანად ეთიშება.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ არჩევით საგანს ითხოვს ის სასწავლო პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტს ჩაბარება სურს.
მაგალითად, თუ აბიტურიენტმა ჩააბარა:
და მათემატიკაში ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, ხოლო ისტორიაში წარმატებით ჩააბარა, ის მაინც შეძლებს კონკურსში მონაწილეობას იმ პროგრამებზე, სადაც არჩევით საგნად ისტორიაა განსაზღვრული.
მაგალითიც რომ განვიხილოთ: თუ აბიტურიენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე აბარებს - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი მათემატიკასაც აბარებდა და ისტორიასაც, მაგრამ მათემატიკაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, ეს ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობას ისტორიის ქულით მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე მიღება ან მათემატიკით ხდება ან ისტორიით, რა თქმა უნდა, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან და უცხოურ ენასთან ერთად.
პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც აბიტურიენტი იმ პროგრამაზე აპირებს ჩარიცხვას, რომლისთვისაც აუცილებელია სწორედ ის არჩევითი საგანი, რომელშიც ჩაიჭრა.
მაგალითად:
ამ შემთხვევაში აღნიშნულ პროგრამაზე კონკურსში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სხვა არჩევით საგანში წარმატებული შედეგი აქვს.
წინა მაგალითი რომ გავაგრძელოთ, თუ აბიტურიენტს სურდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარება და არჩევითი საგნებიდან, პირობითად, აირჩია, მათემატიკა და ქიმია, მაგრამ მათემატიკაში ბარიერი ვერ გადალახა, ეს ნიშნავს, რომ აბიტურიენტი აღნიშნულ პროგრამაზე ვერ მოხვდება. რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესის ადმინისტრირებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან მათემატიკით ან ისტორიითაა ჩაბარება შესაძლებელი.
პროგრამების ჩამონათვალს ვრცლად შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნოთ.
რამდენია თითოეულ საგანში მინიმალური ზღვარი, ასევე შეგიძლიათ, ჩვენს ვებგვერდზე შეამოწმოთ.
საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვანია, აბიტურიენტმა გადაამოწმოს, რომელ არჩევით საგანში აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი და შეადაროს ეს იმ პროგრამების მოთხოვნებს, რომლებზეც განაცხადი აქვს გაკეთებული. სწორედ ეს განსაზღვრავს, რომელ მიმართულებებზე შეძლებს კონკურსის გაგრძელებას და რომელზე - ვერ.
ზოგიერთი აბიტურიენტი ამ საკითხმაც დააბნია. ბევრ მათგანს ჰქონია, რომ როდესაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგნის ქულას გამოაქვეყნებს, მეორე დღის 18:00 საათამდე ექნებათ პროგრამების ჩამატების ან არჩევის შესაძლებლობა.
თუმცა, სინამდვილეში ასე არ არის. როდესაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგნის ქულას გამოაქვეყნებს, მას შემდეგ დაიწყება აპელაცია. ის აბიტურიენტები, რომლებიც შეფასებას არ ეთანხმებიან, ქულას გაასაჩივრებენ.
სწორედ მას შემდეგ, რაც აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, აბიტურიენტებს მეორე დღის 18:00 საათამდე ექნებათ პროგრამების დამატების, წაშლის ან გადანაცვლების შესაძლებლობა.
აუცილებელი პირობაა, რომ ცვლილებების შემდეგ აბიტურიენტმა "შენახვის“ ღილაკს ხელი დააჭიროს.
ეს მნიშვნელოვანი საკითხია და როგორც აღმოჩნდა, ხშირად დაშვებული შეცდომა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი ამ თემაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა და აბიტურიენტებს რჩევას უზიარებდა:
"ივლისსა და აგვისტოში, როდესაც პროგრამებს ამატებენ და არჩევენ, თუ "შენახვის" ღილაკს ხელს არ დააჭერენ, პროგრამას დამახსოვრების შესაძლებლობა არ აქვს", - ამბობდა თამარ მემანიშვილი.
როგორ განისაზღვრება გამსვლელი ზღვარი ეროვნულ გამოცდებზე და რატომ შეიძლება პირველადი შედეგებით მიღებული ქულა საბოლოო პასუხი არ იყოს - თემაზე შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს სტატიას.
თამარ იაკობაშვილი