33 წლის მომღერალი არიანა გრანდე, რომელიც ინტერნეტში ფართოდ გააკრიტიკეს უკიდურესი სიგამხდრის გამო, კარიერაში შესვენებას აიღებს. მომღერლის წარმომადგენლის თქმით, გრანდე საჯარო გამოსვლებს შეწყვეტს Eternal Sunshine ტურნეს დასრულების შემდეგ, რომლის ბოლო კონცერტი 1-ელ სექტემბერს ლონდონში გაიმართება.
„ის მოუთმენლად ელის ტურის დასრულებას პოზიტიურ ნოტაზე, თავს კარგად და ბედნიერად იგრძნობს და შემდეგ დამსახურებულ შესვენებას მიიღებს სამსახურისა და საჯარო გამოსვლებისგან. მის მიმართ დაუსრულებელი და მუდმივი საზოგადოებრივი ყურადღებაა და ამისგანაც დაისვენებს. ეს ტურნე მისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. მას უყვარს თავისი გულშემატკივრები და ტკბებოდა ყოველი წუთით. მას აქვს ძალიან დინამიური შოუ, რომელიც მოითხოვს ფიზიკური მომზადების მაღალ დონეს, ყოველ ღამე გამოდის“, - იუწყება გამოცემა.
ცნობების თანახმად, არიანა გრანდე ასევე გამოეთიშა სტივენ სონდჰაიმის მიუზიკლის „კვირა პარკში ჯორჯთან ერთად“ ახალ დადგმას, რომლის პრემიერაც მომავალ ზაფხულს იყო დაგეგმილი. უკიდურესი სიგამხდრის გამო, გულშემატკივრებმა ეჭვი შეიტანეს, რომ მას ანორექსია აქვს, თუმცა მანამდე მან მოუწოდა ხალხს, არ განესაჯათ მისი სხეული და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. არადა ფაქტია, რომ უკიდურესი სხვაობაა გრანდეს წინა წლების ფოტოებსა და ახლანდელს შორის.






ერთ-ერთ ბოლო ფოტოზეც, რომელიც მისმა ფანმა გამოაქვეყნა, მას უკიდურესად არაპროპორციული ფორმები აქვს და სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ანორექსიაზე მიუთითებს.

სოციალურ მედიაში სხვადასხვა ექსპერტი და ბლოგერი ასევე კამათობს მის პლასტიკურ ქირურგიაზე, ვარაუდობენ, რომ მან გაიკეთა რინოპლასტიკა, ბლეფაროპლასტიკა, წარბების აწევა და ლოყის ცხიმის მოცილება.
პოპ ვარსკვლავის გარეგნობის გარდა, ხალხი მის რომანებზეც საუბრობს. მაგალითად, ზაფხულის დასაწყისში, სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, არიანა გრანდე დაშორდა ეთან სლეიტერს, რომელმაც ცოლი და შვილი მიატოვა მისთვის. ახლა, ჭორების თანახმად, მომღერალი კვლავ დაუახლოვდა ყოფილ შეყვარებულს, რიკი ალვარესს.