მომღერალი გიორგი მეფისაშვილი, რომელიც მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო წლების წინ საზოგადოებამ, დაქორწინდა. მისი რჩეული მისი კოლეგაა - ასევე მომღერალი ემმა ხუჯაძე. ამიტომ ალბათ, გასაკვირი არ იყო, რომ არა მხოლოდ წყვილმა იმღერა არაერთხელ ქორწილში, არამედ - სტუმრებმაც, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის ცნობილი სახე იყო. მღეროდნენ აჩიკო მეფარიძე, რუსა მორჩილაძე, ანი კეკუა, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, ჯგუფი "ალილო" და სხვები. ვიდეოები და ფოტოები ქორწილიდან "შატო გელათმა" და "ელბი დეკორმა" გამოაქვეყნეს.





