ეს აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ - ვის შეუძლია დარეგისტრირება? - მშობლები

ეს აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ - ვის შეუძლია დარეგისტრირება?

2026-08-05 17:00:33+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე: https://portal.abkhazia.gov.ge/Signin
აბიტურიენტებს დღეიდან შეუძლიათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასება გაასაჩივრონ - ვადები და საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია
ჩემი მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ მე აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ, ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულში, მათემატიკასა და ისტორიაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები 5,630-ით ნაკლებ სტუდენტს მიიღებენ - მნიშვნელოვანი სტატისტიკა აბიტურიენტებისათვის