შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ხატია ქირიას გადაცემა "მადისაღმძვრელ პოდკასტს" სტუმრობდა, სადაც სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა დედაზე და შეყვარებულზე, რომელთანაც ერთადაც ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში.
- დედისგან ყველაზე მეტად გვერდში დგომა მახსენდება, სულ გვერდში მიდგას, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და სადაც არ უნდა ვიყო და მაგას ვაფასებ ყველაზე მეტად.



მე და ჩემი შეყვარებულიდაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, რვა წელია თუ ცხრა წელი, ბავშვობიდან მეგობრები ვიყავით... მე არ მეგონა, მაგრამ თურმე ეგეთი ურთიერთობა მართლაც ძალიან ძვირფასი ყოფილა, როცა მეგობრობიდან ასეთ ურთიერთობაში გადადიხარ.

მეორე ნახევარში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ზრუნვა და გათვალისწინებაა ყველაზე მეტად... ჩემი შეყვარებულისგანაც ამას ვგრძნობ. მარტო ზრუნვას და გათვალისწინებას და არ ვიცი, ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ამდენი ხანია მიცნობს, მაგრამ ვხედავ, რომ მთლიანად მიცნობს, როგორიც ვარ, ძალიან ღრმად, მეც რომ არ ვიცი ჩემი თავი როგორია ზუსტად, ეგრე მიცნობს... აი ყველაფერი იცის, აი როგორ, რა გამიხარდება, რამესიამოვნება, როგორი სითბო უნდა გამოხატოს და ეგ არის ალბათ ყველაზე კარგი ურთიერთობაში. ყველაზე მეტად ეგ ამყარებს ალბათ ურთიერთობას.