ნუკი კოშკელიშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ყოველ წელს, საკმაოდ დიდი ხნით ჩამოდის საქართველოში. ხშირად მეუღლე, ბენიც უერთდება და ერთად შესანიშნავად ატარებენ დროს. ამჯერად კურორტზე არიან, საიდანაც ხალისიან ვიდეოებს აქვეყნებენ.
ამ ჩამოსვლაზე ბენი პირველად იყო ქართულ ქორწილში და ეს კადრებიც მოხვდა ნუკის გვერდზე სოციალურ ქსელში.
მას მერე, რაც ნუკის ქმარი გახდა, ბენს არც ისე ცოტა ქართველი გულშემატკივარი გაუჩნდა.

სოციალურ ქსელშიც დიდ სიყვარულს გამოხატავენ მის მიმართ. ბენმა გამომწერების სიყვარული არა მხოლოდ ნუკის კარგი ქმრობით და კარგი მამობით დაიმსახურა (რასაც თავად ნუკი ხშირად აღნიშნავს და იმასაც ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა მეორე ნახევარში), არამედ იმითაც, რომ პატივს სცემს მეუღლის სამშობლოს და უყვარს. ბოლო პერიოდში ქართულადაც ალაპარაკდა და ასევე საკმაოდ ხშირად ამზადებს სახლში ქართულ კერძებს.