მსახიობი ეკა ნიჟარაძე ვიკა ბუკიას გადაცემაში ცნობილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას გარდაცვალებას იხსენებს, რომელთანაც მას მესამე შვილი შეეძინა და მისივე მონათხრობის თანახმად, ეკას პირველი მეუღლის, ასევე მსახიობ ნიკო გომელაურის გარდაცვალების შემდეგ, მის უფროს შვილებსაც გაუწია მამობა თემურმა.
- მთელი ტრაგიზმი ამის, გარდა იმისა, რომ ადამიანი წავიდა, ჩემი შვილის მამა და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი... ისაა, რომ მე ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა, მე და ჩემს უფროს შვილებს... 2010-ში, როცა ნიკო გარდაიცვალა იგივე დიაგნოზით, 39 წლის ასაკში. და ძალიან რთულია... გარდა იმისა, რომ როცა შენს შვილებს ეხება, ეს არის საშინელება, ჩემი უფროსი შვილებისთვის ეს ორმაგი სიმძიმის იყო იმიტომ, რომ თემური ძაან უყვარდათ, მან მამობა გაუწია ჩემ უფროს შვილებს და თან რომ იცოდნენ, რამხელა ტკივილი უნდა გამოიაროს მათმა უმცროსმა ძმამ, ნოდარმა...
ნიკო რომ გარდაიცვალა, თემურმა უთხრა ჩემს უფროს შვილებს, თქვენო არ გეგონოთო, რომუმამოდ დარჩითო, მე ვარო აქ... თემურმა გაუწია მამობა, რა თქმა უნდა. მეგობრებიც იყვნენ. გიჟდებოდნენ ესენი იმაზე და თემურსაც ძაან უყვარდა...
რა ვიცი რომ ვერ წარმოიდგენ, რომ გგონია, მოერევა... მაგრამ როგორც მე როგორც ახლა ამ გადასახედიდან ვხვდები, თვითონ აცნობიერებდა, რომ ვერ მოერეოდა.და ძალიან მალე მოხდა ეს, იმდენად მალე, რომვერ ვხარშავ კიდევ... ექვსი თვე... ძალიან სწრაფად. ნიკომ ორი წელიიბრძოლა, ნიკოსაც ძაან აგრესიული ფორმა ჰქონდა, უფრო ახალგაზრდა იყო და მიუხედავად ამისა მაინცორი წელი გაქაჩა, სულ მუშაობდა, სულ გასტროლებზე დაფრინავდა, სიცხეებით, ქიმიით, იმით, ამით, მარამ მაინც ორი წელიდა იქაც ვერ ვუშვებ, რა თქმა უნდა, ძაან რთულია...
თემურმა მოასწრო ბავშვებთან გამომშვიდობება, ყველა მასთან ერთად იყვნენ, მეც ჩავფრინდი... ყველა იქ ვიყავით. ყველა თავის შვილს დაელოდა... და ოჯახის გარემოცვაში...
ყველას თავის წილი თემური ჰყავდა. მე ძაან დიდი ხანია ვიცნობდი, ჩვენი შვილი 27-ის გახდა ეხლა 11 ივლისს და ანუ სადღაც 29 წელია ვიცნობ,თითქმის 30 წელი... ანუ მე ვიცნობდი სრულიად სხვანაირ თემურს, რომელსაც მაშინ არც ბიზნესი არ ჰქონდა, არაფერი. იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი...
თემური იყო 27-ის. აღაცნაირად თანბავშური, თან ეს რაღაცა კაცურიც ჰქონდა იმიტომ, რომ რეალურად აბსოლუტურად არ იყო ის ტიპი, რომელიც მე შეიძლებოდა მომწონებოდა... მე ვცეკვავდი შოუბალეტ "ვერნისაჟში" და მანდ იყო მაყურებელი. როდესაც პირველად მნახა, მე მაშინ ჯერნიკოს ცოლი ვიყავი, უკვე ორი შვილი მყავდა და ვიღაცებმა მითხრეს, რომ თემურ უგულავას მოეწონე ძაანო და ვინ არის-თქო, ვიკითხე იმიტომ, რომ არ ვიცოდი.
აბსოლუტურად გავატარე ეს და მერე, ალბათ ერთ-ორ წელიწადში უკვე გავშორდით მე და ნიკო და კიდევ მოვიდა და კიდევ შევხვდი და იქ უკვე გაიგო, რომ გაშორებული ვარ და მერე უკვე სხვანაირად... რამდენიმე თვე აქტიურად მირეკავდა, მოდიოდა... მობილური მაჩუქა და მერიდებოდა მე ამ მობილურის ამოღება იმიტომ რომ უხერხული იყო... რაღაც ძაან ფუფუნების საგანი იყო 97 წელს... თავისი მობილური მაჩუქა, რომ დაერეკა. და შეეძლო უცებ დაერეკა, რომ ახლა ჩქარა გამოდი, ჩამოდი... რაღაც ძაან ისეთი იყო, თავბრუს რომ დაგახვევს, ენერგიული... რამდენიმე თვე ისე დავდიოდით, ყვავილებს მიგზავნიდა, ოღონდ ენ რაოდენობის. დედაჩემმა დამირეკა, აქ რაღაც ყუთით ყვავილები მოიტანესო და მაშინ იყო ერთადერთი მაღაზია პეკინზე, ჰოლანდიური ყვავილები იყოახალი შემოსული. და სახლში რომ მივედი, ვერ შევდიოდი, ისეთი რაოდენობა იყო, თავისი პალმებით ქოთნებში... რა ვიცი, ბევრი რამე მაქვ გასახსენებელი.
მქონდა სულ ურთიერთობა, მეგობრებად დავრჩით.ავად როცა იყო, ვხვდებოდი, ვნახულობდი და რა ვიცი, გადასარვად გამოიყურებოდა ბოლომდე... მე, ბუნებრივია, არც ვიმჩნევდი არაფერსდა ვერც შეიმჩნევდი იმიტომ, რომ მართლა ძაან კარგად იყო...