2025 წლის 26 სექტემბერს თურქეთში, იალოვას პროვინციაში, თავისი სახლის ფანჯრიდან, დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა ცნობილი თურქი მომღერალი გიულ ტუტი (Güllü). ის განსაკუთრებით პოპულარული 90-იან წლებში იყო, თუმცა ბოლო პერიოდშიც პოპულარული და ნოსტალგიურია თურქეთში მისი სიმღერები და გარდაცვალებამდე აქტიურად საქმიანობდა თავის სფეროში...
თავდაპირველად გავრცელდა მისი ქალიშვილის, ტუგიან ულკემ გიულტერის მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ დედა სახლში ჩვეულებისამებრ ცეკვავდა და მღეროდა, ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, წონასწორობა დაკარგა და შემთხვევით გადავარდა. იგი კატეგორიულად უარყოფდა, რომ დედას ვინმე შეეხო...

თუმცა ძიებამ სულ მალე, სრულიად სხვა მიმართულება მიიღო და სულ ახლახან, 2026 წლის აგვისტოს დასაწყისში, პროკურატურამ გამოძიება ოფიციალურად დაასრულა და სასამართლოში წარადგინა ბრალდების აქტი.