"საქართველოში ხშირია ახალგაზრდების უკვალოდ გაქრობა... მერე ზოგს ისრები მონასტერზე გადააქვს, რომ გადაატანინონ ხალხს ყურადღება... ჩემი აზრით, ამ ყველაფრის უკან დანაშაულია" - მამა ლევანი - მშობლები

"საქართველოში ხშირია ახალგაზრდების უკვალოდ გაქრობა... მერე ზოგს ისრები მონასტერზე გადააქვს, რომ გადაატანინონ ხალხს ყურადღება... ჩემი აზრით, ამ ყველაფრის უკან დანაშაულია" - მამა ლევანი

2026-08-17 21:31:12+04:00
კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი მამა ლევანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბოლო დროს არაერთხელ გაჟღერებულ საკითხთან დაკავშირებით - თითქოს დაკარგული ადამიანები შეიძლება, მონასტერშიც იყვნენ. ამ თემამ გაიჟღერა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებითაც.
მამა ლევანი წერს:
"საქართველოში ხშირია ახალგაზრდების უკვალოდ გაქრობა. სახელმწიოფო კონკრეტული დროის განმავლობაში ატარებს სამძებრო სამუშაოებს, თუ მიაკვლიეს რამეს ხო, თუ არა და მორჩა.
და მერე ზოგს ისრები მონასტერზე გადააქვს, შეიძლება იქ იყოს...
ზოგი ახალგაზრდა მეძავობას ირჩევს, ზოგი ნარკომანიას და მშობლები ვერაფერს ხდებიან. თუ ადამიანს მონასტერში ყოფნა უნდა, ვინ წამოიყვანს თოკით? მით უმეტეს რჯულით ნებისმიერს შეუძლია არ დაემორჩილოს არავის და წავიდეს ეკლესიურ გზაზე. და რომც მივიდეს კიდეც ვინმე ესე მონასტერში, იქ უგულო და ჯალათები კი არ არიან წინამძღვრებად, როგორ შეიძლება დედა, მამა, ახლობლები წლები გლოვობდნენ, არ იცოდნენ ცოცხალია თუ არა მათი შვილი და ის მონასტერში ჰყავდეთ. ან თვითონ რა გულით იქნება და ილოცებს. იტყვის აქ ვარ და მორჩა, რა, სამარცხვინო რამეს აკეთებს?
ჩემი აზრით, ამ ყველაფრის უკან დანაშაულია, რომელი, არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად იქნება და მოვა დრო გამართლდება ჩემი ეს სიტყვა. ან რაღაც გზებია და ადამიანები საზღვრებს გარეთ გაჰყავთ. ან რაღაც სექტები არსებობს და სადღაც ჰყავთ ეს ხალხი დამწყვდეული, ან ანადგურებენ. ან ორგანოებს ყიდიან...
ისე როგორ შეიძლება ადამიანი ასე უკვალოდ ქრებოდნენ, აფრიკაში ლომებია, ვეფხვები და ისინი თუ შეჭამენ, მაინც პოულობენ რაღაც ნაწილებს, ჩვენთან რა აქრობს ამ ხალხს? და მერე - აი, შეიძლება მონასტერშია, რომ გადაატანინონ ხალხს ყურადღება.
21-ე საუკუნეა, რომ თევზაობ, ფოტოებს და ვიდეოს გიღებენ, აბა ორი ნემსკავი ხო არ გიყენია და როგორ შეიძლება ადამიანი გაქრეს? ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება".
დედას უთხრა, რომ კარტა იყო გადამწვარი, მაგრამ ასე არ ყოფილა... ლომისაზე წასვლა იმ დღეს დავგეგმეთ და რანაირად უთხრა დედას წინა დღეს? ჩვენთვისაც ძალიან დიდი ბურუსით არის ეს ამბავი მოცული - მლეთაში დაკარგული ბიჭის საქმის მოწმე
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის საქმეში ჩართული ადვოკატი მამიდის საეჭვო ქმედებებზე საუბრობს: ქალბატონი უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე... წლობით მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია
ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ ჩემი შვილი ქალაქის ცენტრიდან, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქუჩიდან გაუჩინარდა... - რას ამბობს ქალი, რომელიც წლებია ეძებს დაკარგულ შვილს