შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ დაიდო გამოცდების საბოლოო, გათანაბრებული და სკალირებული ქულები.
საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე
online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.