სოფო ნიჟარაძის და ალისას მიერ ექსპრომტად შესრულებული სიმღერა - "თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით..." (ვიდეო) - მშობლები

სოფო ნიჟარაძის და ალისას მიერ ექსპრომტად შესრულებული სიმღერა - "თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით..." (ვიდეო)

2026-08-27 15:02:23+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე პატარა ალისასთან ერთად ექსპრომტად, მანქანაში შესრულებული სიმღერის კადრებს აქვეყნებს. ალისა სააკაშვილს ძალიან უყვარს სიმღერა, დედასავით და დედასთან ერთად სატელევიზიო დებიუტიც ჰქონდა. თუმცა სოფომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ თავიდან არ ეგონა, თუ ალისა იმღერებდა:

- ალისამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია, რა იყო აქამდე... არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. ამ ხუთმა წელმა გადაწონა რაც მიცხოვრია იქამდე, სანამ მეყოლებოდა შვილი.

716352600-18105998038970413-7687517214598915697-n-1787828771.jpg

სახელი მიშამ დაარქვა... ალისა ძალიან გავს მამას, განსაკუთრებით ხასიათით, მანერებით... ადრე კიდევ უფრო ჰგავდა. უნდა, რომ მამასავით ბევრი ენა ისწავლოს. სიმღერას რაც შეეხება, თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა და მიშასავით ყრუ იყო. თუმცა ახლა მღერის, მუსიკაზეც დადის...

მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან... ალბათ, ამ ასაკში რომ გაუჩნდა, თან გოგოა... მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს, ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს და ეს რაღაც სისულელეებზე ელაპარაკოს დაწვრილებული ხმით. კისერზე შემოისვას და ცხენობანა ეთამაშოს. მე უფრო მაყურებელი ვარ მათთან, რადგან მთელი დრო ის ბავშვთან ურთიერთობს. და ძალიან სიამოვნებს.სულ ჩართულია, სულ კითხულობს წერილებში ალისას ამბებს. სულ მთხოვს, ჩავრთო რაღაც აქტივობებში, დავაკავო მეტად. უნდა, რომ ცურვაზე იაროს, ციგურებზე, ახალი ენა დაიწყოს...

მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი... - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 6 წლის ქალიშვილზე
ბევრი რამით მოიგო მიშამ ჩემი გული. ჭკუით, განათლებით, იუმორით... ბავშვი გეგმავს ჩვენს ქორწილს, ყვავილები უნდა დავყაროო... - სოფო ნიჟარაძე