როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი - მშობლები

როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი

2026-08-28 23:17:55+04:00

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 სექტემბერს განახლდება სასწავლო პროცესი. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, აღსაზრდელები ბაღებში სწორედ ამ დღიდან დაბრუნდებიან.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დაისვენებენ ოფიციალურ უქმე დღეებში:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

2027 წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 2 მაისს აღნიშნავს. ოფიციალურად,სააღდგომო დღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით იქნება დასვენება.

2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები
როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში