ბიზნესმენ ანდრეი კაუტსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის განქორწინებამ სკანდალური სახე მიიღო. ქალი ყოფილ ქმარს აგრესიაში, დევნასა და ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის განზრახ იყენებს მათ 7 წლის შვილს მისთვის ზიანის მისაყენებლად. ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ეპიზოდი იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ბიჭი, რომელიც ჯაჭვითაა დაბმული. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში...


კაუტი და მისი მეუღლე დაახლოებით 13 წელი იყვნენ ერთად. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 11 წლის ვაჟი, 7 წლის ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი. განქორწინების შემდეგ, ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა, მისი წარმომადგენლების განცხადებების თანახმად, მკვეთრად გაუარესდა.
ქორწინების დროს ქალი არაერთხელ შეეჩეხა აგრესიულ ქცევას ქმრის მხრიდან. ადვოკატის თქმით, კონფლიქტები ბავშვების თანდასწრებითაც კი მოხდა. ის ამტკიცებს, რომ მამაკაცი გააფთრებული ამსხვრევდა სახლში ნივთებს. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინციდენტისას კაცმა ავეჯი და სამზარეულო დაამსხვრია და დამშვიდების შემდეგ მეუღლეს ზიანის ასანაზღაურებლად ფული შესთავაზა.

მას შემდეგ, რაც წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, კონფლიქტი, ადვოკატის თქმით, სხვა დონეზე გადავიდა: მშობლებმა ბავშვებზე დავა დაიწყეს. ივლისის დასაწყისში ანდრეი კაუტმა უმცროსი ბავშვები წაიყვანა. 3 წლის გოგონა მოგვიანებით დედას დაუბრუნდა, ხოლო 7 წლის ვაჟი მამასთან დარჩა.სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ ბავშვს არ აძლევდა მამა დედასთან ნორმალური კომუნიკაციის შეუძლებლობას.
ოჯახური კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ყოფილ ცოლს გაუგზავნა ვიდეო ინტერნეტში. ვიდეოში ბიჭი იატაკზე ოთხზე ზის, ჯაჭვებით დაბმული. დედამ ვიდეო გაასაჯაროვა და ყველას აჩვენა ყოფილი ქმრის სისასტიკე, რომელიც ასე იქცევა ცოლზე შურისძიების მიზნით.
მას მერე, რაც ამბავს აჟიოტაჟი მოჰყვა, კაცმა გამოაცხადა, რომ ასე თამაშობდა შვილთან - ბიჭს საბელი მოეწონა და მამამ გადაწყვიტა ბავშვთან „ძაღლობანა“ ეთამაშა. ბიზნესმენი არ ეთანხმება ყოფილი ცოლის ჩვენებას და უარყოფს მის მიერ აღწერილი ძალადობის ბრალდებებს...
ინციდენტის საბოლოო შედეგს სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო განსაზღვრავენ. ბიზნესმენის ყოფილ მეუღლეს სურს შვილის დაბრუნება და იმედი აქვს, მოახერხებს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ კაცი ჯერ არავის დაუკავებია ბავშვთან არასათანადო მოპყრობის გამო.