ჯონ ლენონის 50 წლის ვაჟი შონ ლენონი, პირველად გახდა მამა და ამ ამბავს დიდხანს მალავდა. მისმა შეყვარებულმა, 39 წლის მოდელმა შარლოტა კემპ მიულმა, ვაჟი გააჩინა, რომელსაც ავრელიუსი დაარქვეს. წყვილმა ახალშობილის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მე და შარლოტამ შევქმენით ადამიანი! მისი სახელია ავრელიუსი! გმადლობთ“, - დაწერა შონ ლენონმა ფოტოების ქვემოთ კომენტარებში. ლინდსი ლოჰანმა, პერის ჰილტონმა და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებმა უკვე მიულოცეს წყვილს სიახლე კომენტარებში.



შონ ლენონი ბრიტანელი როკ-მომღერლისა და The Beatles-ის ფრონტმენის, ლეგენდარული ჯონ ლენონის და მისი ცოლის, მხატვარ იოკო ონოს უმცროსი ვაჟია.




შონს ასევე ჰყავს უფროსი ძმა, ჯულიანი, რომელიც ჯონ ლენონის პირველ ქორწინებაში დაიბადა.

შონი მშობლების კვალს გაჰყვა: მუსიკას წერს და პროდიუსერობს. მისი შეყვარებული, შარლოტა კემპ მიული, Maybelline-ის სახე იყო და თანამშრომლობდა Tommy Hilfiger-თან და Dior-თან. შონთან ერთად მან დააარსა ინდი როკ ჯგუფი The Ghost of a Saber Tooth Tiger და ასევე ითამაშა ფილმში „The Dead Don't Die“ და სერიალში „Pokerface“.

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში მოკლეს. მუსიკოსი დროს 40 წლის იყო. მკვლელმა ზურგში ხუთჯერ ესროლა, როდესაც ის სახლში მეუღლესთან, იოკო ონოსთან ერთად ბრუნდებოდა...