როდის შეძლებენ პირველკურსელები სტუდენტური ბარათის აღებას და სად რა შეღავათით ისარგებლებენ - რა უნდა იცოდნენ პირველკურსელებმა - მშობლები

როდის შეძლებენ პირველკურსელები სტუდენტური ბარათის აღებას და სად რა შეღავათით ისარგებლებენ - რა უნდა იცოდნენ პირველკურსელებმა

2026-09-04 10:44:04+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შემდეგ ათასობით აბიტურიენტი უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის ემზადება. სწავლის დაწყებამდე პირველკურსელებს არაერთი პრაქტიკული საკითხის მოგვარება უწევთ, მათ შორის - სტუდენტური ბარათის აღება და სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობა.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვება, უნივერსიტეტში საბოლოო რეგისტრაცია და სტუდენტის აქტიური სტატუსის მიღება ერთი და იგივე ეტაპი არ არის.

ამასთან, თავად Student Card-ის აღება და სტუდენტური სტატუსის არსებობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხებია. საქართველოს ბანკის მოქმედი პირობების მიხედვით, 18-დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდას Student Card-ის აღება სტუდენტის სტატუსის გარეშეც შეუძლია, თუმცა სტუდენტური სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობისთვის აქტიური სტუდენტის სტატუსია საჭირო. ამავე დროს, სტუდენტის ასაკზე ზედა ზღვარი არ ვრცელდება - საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში ან პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტს Student Card-ის აღება ნებისმიერი ასაკიდან შეუძლია.

როდის შეუძლია პირველკურსელს Student Card-ის აღება?

პირველკურსელს არ სჭირდება სტუდენტის სტატუსის გააქტიურების ლოდინი იმისთვის, რომ ბარათი აიღოს, თუ ის 18-დან 23 წლის ჩათვლითაა. საქართველოს ბანკის განმარტებით, ამ ასაკის ახალგაზრდას Student Card-ის აღება სტუდენტის სტატუსის გარეშეც შეუძლია.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბარათის აღებისთანავე მას სტუდენტური სატრანსპორტო შეღავათი ჩაერთვება. არასტუდენტ ახალგაზრდაზე სატრანსპორტო შეღავათი არ ვრცელდება.

მეორე მხრივ, თუ პირი სტუდენტია, Student Card-ის აღება ასაკით არ იზღუდება. ანუ 24, 25, 30 წლის ან უფრო უფროს სტუდენტსაც შეუძლია ბარათის აღება, თუ ის საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში ან პროფესიულ კოლეჯში ირიცხება. ასეთ შემთხვევაში სტუდენტს სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობის უფლებაც აქვს. ამ შეღავათით კი აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში ისარგებლებენ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი წესი:

18-23 წლის ჩათვლით ახალგაზრდა - შეუძლია Student Card-ის აღება სტუდენტის სტატუსის გარეშეც;

სტუდენტი, ასაკის მიუხედავად - შეუძლია Student Card-ის აღება, თუ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში ან პროფესიულ კოლეჯში ირიცხება.

როდის ჩაირთვება სატრანსპორტო შეღავათი?

პირველკურსელებისთვის გადამწყვეტი სწორედ აქტიური სტუდენტის სტატუსია.

ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდას უკვე აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვს. გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შემდეგ აბიტურიენტმა ჩარიცხვის მიზნით შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა მიმართოს.

შესაბამისად, პირველკურსელს შეუძლია Student Card წინასწარაც აიღოს, მაგრამ სტუდენტური სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც შესაბამისი სტუდენტის სტატუსი ექნება. ანუ, დარეგისტრირდება სასურველ უნივერსიტეტში და სასწავლო პროცესში ჩაერთვება.

ბარათის აღება კი, შესაბამის ასაკობრივ შემთხვევაში, ამ პროცესზე ადრეც არის შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ თუ 18-დან 23 წლამდე ხართ, ბარათი ახლაც შეგიძლიათ, შეუკვეთოთ და აიღოთ, სატრანსპორტო შეღავათი კი მასზე თქვენი სტუდენტური სტატუსის გააქტიურებასთან ერთად ჩაირთვება.

  • თბილისი: სატრანსპორტო შეღავათი 20 თეთრია - საქართველოს ბანკის Student Card-ის მოქმედ პირობებში თბილისისთვის მითითებულია, რომ სტუდენტები 20 თეთრად მგზავრობენ.
  • რუსთავი: შიდა საქალაქო ტრანსპორტი 20 თეთრი - საქართველოს ბანკის Student Card-ის ინფორმაციაში რუსთავისთვის მითითებულია, რომ სტუდენტები 20 თეთრად მგზავრობენ. ასევე გათვალისწინებულია 1 ლარის ოდენობის შეღავათი რუსთავი-თბილისის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას. რუსთავის მუნიციპალური სოციალური პროგრამების ბენეფიციართა წრე შესაბამისი რეგისტრაციისა და საცხოვრებელი პირობებით განისაზღვრება. ამიტომ რუსთავის შეღავათის გამოყენებისას სტუდენტმა კონკრეტული მუნიციპალური პროგრამის მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინოს.
  • ბათუმი: სტუდენტური ტარიფი საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ავტობუსით 15 თეთრად იმგზავრებენ.
  • ზუგდიდი: 50%-იანი ფასდაკლება - Student Card-ის ოფიციალურ ინფორმაციაში ზუგდიდისთვის სტუდენტური სატრანსპორტო შეღავათი 50%-იანი ფასდაკლების სახითაა მითითებული.
  • ქუთაისი: 1 სექტემბრიდან სტუდენტებისთვის 50%-იანი შეღავათი - ქუთაისში 2026 წლის 1 სექტემბრიდან სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა. საქართველოს ბანკის 2026 წლის 5 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისში მოქმედი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50%-იანი შეღავათით სარგებლობენ.

Student Card მხოლოდ ტრანსპორტისთვის არ არის

სტუდენტური ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტრანსპორტზე შეღავათია, თუმცა მისი სარგებელი მხოლოდ მგზავრობით არ შემოიფარგლება.

საქართველოს ბანკის მოქმედი პირობების მიხედვით, Student Card-ის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პროგრამა, PLUS ქულების დაგროვება და სხვადასხვა სტუდენტური ფასდაკლება. Student Card-ის ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდება ბარათის ყველა მომხმარებელზე, მათ შორის იმ პირებზეც, რომლებსაც აქტიური სტუდენტის სტატუსი არ აქვთ.

Student Card-ის მფლობელებისთვის მოქმედებს სტომატოლოგიური და სააფთიაქო შეთავაზებებიც.

ასევე, Student Card-ის კიდევ ერთი სარგებელი PLUS ქულების დაგროვებაა.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, Student Card-ით გადახდისას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 2 PLUS ქულა გროვდება. დაგროვილი ქულების გამოყენება კი შესაძლებელია ბანკის პარტნიორ ობიექტებში.

ეს ნიშნავს, რომ სტუდენტს ყოველდღიური ხარჯებიდანაც შეუძლია გარკვეული სარგებლის მიღება.

Student Card-ის მფლობელებისთვის ბანკი სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან სტუდენტურ შეთავაზებებსაც ავრცელებს.

ფასდაკლებები შეიძლება ეხებოდეს ტანსაცმელს, კვებას, ტექნიკას და სხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებებს. კონკრეტული შეთავაზებები პერიოდულად იცვლება, ამიტომ მოქმედი პირობების სანახავად ბანკი სტუდენტებს მობაილბანკში არსებული სტუდენტური შეთავაზებების გადამოწმებას ურჩევს.

ანუ Student Card-ის ქონა მხოლოდ ერთი მუდმივი ფასდაკლების მიღებას არ ნიშნავს - შეთავაზებების ჩამონათვალი პერიოდულად ახლდება.

ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში

Student Card-ის კიდევ ერთი პრაქტიკული უპირატესობა მისი აღდგენის შესაძლებლობაა.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ვადაგასული ბარათის დამზადება უფასოა, ისევე როგორც დაკარგული ან დაზიანებული ბარათის განახლება. ბარათის შეკვეთა კი მობაილბანკიდან სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

რა უნდა გააკეთოს პირველკურსელმა?

ახალი სტუდენტისთვის პროცესი რამდენიმე მარტივ ეტაპად შეიძლება დაიყოს:

  1. უნივერსიტეტში საბოლოო რეგისტრაცია უნდა გაიაროს.

ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგი სწავლის გაგრძელების უფლებას განსაზღვრავს, მაგრამ სტუდენტის საბოლოო სტატუსის მისაღებად უნივერსიტეტში შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო.

  1. უნდა დაელოდოს სტუდენტის სტატუსის გააქტიურებას, თუ სატრანსპორტო შეღავათის გამოყენება სურს.

Student Card-ის წინასწარ აღება შესაძლებელია, თუმცა სტუდენტური სატრანსპორტო შეღავათი აქტიურ სტუდენტის სტატუსს უკავშირდება.

  1. უნდა შეუკვეთოს Student Card.

18-დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდას ბარათის აღება სტუდენტის სტატუსის გარეშეც შეუძლია. აქტიურ სტუდენტს კი - ასაკის მიუხედავად, თუ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში ან პროფესიულ კოლეჯში ირიცხება.

  1. უნდა გადაამოწმოს კონკრეტულ ქალაქში მოქმედი სატრანსპორტო პირობა.

თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში შეღავათები განსხვავებულია.

  1. სხვა ბენეფიტებიც შეუძლია, გამოიყენოს.

ტრანსპორტის გარდა Student Card-ით შესაძლებელია ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა, PLUS ქულების დაგროვება და სხვადასხვა სტუდენტური შეთავაზების მიღება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ, საქართველოს ბანკს დაუკავშირდეთ.

თამარ იაკობაშვილი

პირველი დღე უნივერსიტეტში: 10 რამ, რაც პირველკურსელმა სწავლის დაწყებისთანავე უნდა გადაამოწმოს
რა საბუთებს ითხოვენ უნივერსიტეტები პირველკურსელთა რეგისტრაციის დროს