"ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“... როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, მაშინ გავედი... რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო" - რას წერს თამუნა ვაშალომიძე უხერხულ მომენტზე - მშობლები

"ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“... როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, მაშინ გავედი... რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო" - რას წერს თამუნა ვაშალომიძე უხერხულ მომენტზე

2026-09-06 17:14:18+04:00

თამუნა ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მომხდარ მცირე უხერხულობას ეხმიანება, როცა ის და კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ერთად აღმოჩნდნენ კამერების წინ და ფოტოგრაფმა თამუნას უხეშად მიუთითა, გაეთავისუფლებინა ადგილი:

- წითელ ხალიჩაზე გასვლის დრო სტუმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული, პროცესს ორგანიზატორები აკონტროლებენ და თავად გეუბნებიან, როდის უნდა გახვიდე. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა: როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი. წითელ ხალიჩაზე რამდენიმე გადასაღები ზონაა ერთ მხარეს ფოტოგრაფები არიან, მეორე მხარეს ვიდეოგრაფები, შემდეგ კი ცენტრალურ ნაწილში გადადიხარ, სადაც ასევე გაქვს პოზირებისთვის გამოყოფილი დრო, და ბოლოს გასასვლელის ზონაა.

ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი და დაცვის თანამშრომლების მხრიდან არანაირი პრობლემა ან შენიშვნა არ ყოფილა. რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო, თუმცა საბედნიეროდ ყველა ასეთი არ არის.

ჯორჯინა ულამაზესი ქალია და მასაც, ისევე როგორც ყველა ქალს, ბევრ წარმატებას ვუსურვებ. და თქვენ თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი თბილი მესიჯი მომწერეთ და მხარში დამიდექით დიდი მადლობა!

თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქალიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი კაბით წარდგა - იმედია, გავამართლებ სოფიას იმედებს... ის ჩვენს გუნდს შემოუერთდა...
მძიმე ბავშვობიდან მაღაზიის კონსულტანტობამდე და უმდიდრესი ფეხბურთელის ცოლობამდე - ჯორჯინა როდრიგესის ისტორია, რომელსაც ზღაპარზე მეტი დრამა ახლავს