თამუნა ვაშალომიძე წელსაც ეწვია ვენეციის კინოფესტივალს, როგორც საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის წარმომადგენელი, თუმცა ამჯერად, ქალიშვილიც თან წაიყვანა მოგზაურობაში და არა მხოლოდ შვილის სტატუსით. თამუნას თქმით, სოფია მის გუნდს შეუერთდა და სწორედ მისი ესკიზის მიხედვით შექმნილი კაბით წარდგა წითელ ხალიჩაზე:
- წავედით ვენეციის კინოფესტივალზე... ძალიან საპასუხისმგებლო მისია მაქვს - სოფიას ესკიზით შექმნილ კაბას ვიცვამ, რომელიც მზიკომ (მზია ზაქარიაძემ - რედ.) შექმნა. ჩემი თავი არ მახსოვდა, სოფიაზე ვნერვიულობდი, პირველი ფრენა იყო მისთვის... იმედია, გავამართლებ სოფიას იმედებს და კარგად წარმოვაჩენ მის კაბას. მიხარია, რომ წელს ჩვენს გუნდს შემოუერთდა სოფია.

მოგზაურობის ვიდეოს მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ვიდეო, სადაც თამუნა მშვენიერი კაბით იწონებდა თავს.

