მძიმე ბავშვობიდან მაღაზიის კონსულტანტობამდე და უმდიდრესი ფეხბურთელის ცოლობამდე - ჯორჯინა როდრიგესის ისტორია, რომელსაც ზღაპარზე მეტი დრამა ახლავს - მშობლები

მძიმე ბავშვობიდან მაღაზიის კონსულტანტობამდე და უმდიდრესი ფეხბურთელის ცოლობამდე - ჯორჯინა როდრიგესის ისტორია, რომელსაც ზღაპარზე მეტი დრამა ახლავს

2026-09-05 23:18:18+04:00

ჯორჯინა როდრიგესმა ენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა და სხვათა შორის, თამო ვაშალომიძის გვერდით პოზირებდა. მისი ვიდეოებით და ფოტოებით აჭრელდა სოციალური ქსელი.

georgina-rodriguez-venice-film-festival-090426-6fe95216c2b34d65bec1163d454e4f18-1788634891.jpg

gettyimages-2293531426-1788634892.webp

original-1-1788589558.webporiginal-1788589558.webp

დღეს ჯორჯინა როდრიგესს მილიონები, დიზაინერული სამოსი, ძვირად ღირებული სამკაულები და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის მეუღლის სტატუსი აქვს. 2026 წლის აგვისტოში მან და კრიშტიანუ რონალდუმ საბოლოოდ იქორწინეს.

original-2-1786949201.webp

...თუმცა მისი ცხოვრების დასაწყისი სულაც არ ჰგავდა იმ ფუფუნებას, რომელშიც დღეს ცხოვრობს.

არგენტინაში დაბადებული, ესპანეთში გაზრდილი

ჯორჯინა 1994 წლის 27 იანვარს ბუენოს-აირესში დაიბადა. მისი მამა, ხორხე როდრიგესი, არგენტინელი იყო, დედა კი — ესპანელი, მურსიიდან. ოჯახი არგენტინაში დროებით იმყოფებოდა. დაახლოებით ერთი წლის იყო, როცა დედასთან და დასთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა, საბოლოოდ კი ოჯახი პირენეებთან მდებარე პატარა ქალაქ ხაკაში დასახლდა.

ჯორჯინას მამა ფეხბურთელი იყო — არგენტინაში „რასინგის“ ახალგაზრდულ კლუბში თამაშობდა, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა და იქ მწვრთნელადაც მუშაობდა. მშობლებმა საკუთარი ბიზნესის დაწყებაც სცადეს და ხაკაში პატარა რესტორანი გახსნეს, თუმცა ბიზნესი წარმატებული არ აღმოჩნდა.

maxresdefault-1788635158.jpg

ჯორჯინას ბავშვობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ცეკვა იყო. პატარა ასაკიდან ბალეტით იყო გატაცებული და გარკვეული პერიოდი სერიოზულადაც ვარჯიშობდა, თუმცა ოჯახისთვის ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ მათ შვილს პროფესიული ცეკვა გაეგრძელებინა.

...ჯორჯინას ბიოგრაფიის ყველაზე მძიმე თავი მამას უკავშირდება. მისი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ცნობების თანახმად, ხორხე როდრიგესი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნარკოტიკების ბიზნესს დაუკავშირდა და გარკვეული პერიოდი ციხეშიც გაატარა. ჯორჯინას მამასთან საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა და ამიტომ ცხოვრების ამ ნაწილზე თავად ჯორჯინა საჯაროდ იშვიათად საუბრობს.

ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობა

18 წლის ასაკში ჯორჯინა მადრიდში გადავიდა და სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა. ერთი პერიოდი ის დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლში, ძიძადაც მუშაობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც მისი ცხოვრება ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო მოდის ინდუსტრიისა და მილიონერების სამყაროსგან.

შემდეგ კი შედგა საბედისწერო შეხვედრა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა...

2016 წელს ჯორჯინა მადრიდის Gucci-ს მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა. სწორედ იქ გამოჩნდა კრიშტიანუ რონალდუ. ჯორჯინას მონაყოლის მიხედვით, პირველი შეხვედრისას ფეხბურთელის გარეგნობამ და სიმაღლემ მიიქცია მისი ყურადღება. რონალდუმაც დაინტერესება გამოხატა და მათი ურთიერთობა მალევე მეგობრობიდან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდა.

თუმცა მოგვიანებით ამ გაცნობის და "კონკიას ზღაპრის" სხვა ვერსიაც გაჩნდა. იტალიურმა Corriere della Sera-მ და სხვა მედიებმა 2025 წლის ივნისში გაავრცელეს ჯორჯინას ყოფილი ნაცნობის, სერხიო ბონეს განცხადებები. მისი თქმით, ჯორჯინასა და რონალდუს პირველი შეხვედრა Gucci-ში არ მომხდარა და ისინი მანამდე მადრიდის ღამის კლუბ Opium-ში გადაიკვეთნენ. კიდევ უფრო ხმაურიანი იყო მისი მტკიცება, რომ ჯორჯინა ცნობილი და გავლენიანი მამაკაცების გაცნობას მიზანმიმართულად ცდილობდა და, მისი სიტყვებით, „თუ რონალდუ არ იქნებოდა, სხვა ვინმე მისი კალიბრის აუცილებლად გახდებოდა ჯორჯინას სამიზნე“.

krishtianu-ronaldu-1786516698.jpg

მათი ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ ჯორჯინას ცხოვრება პრაქტიკულად ერთ ღამეში შეიცვალა. ის აღარ იყო უბრალოდ Gucci-ს თანამშრომელი — ის ცნობად სახედ იქცა.

მალევე დაიწყო სამოდელო კარიერა, გამოჩნდა ცნობილი ჟურნალებისა და ბრენდების კამპანიებში, საკუთარი ბიზნესიც განავითარა და საბოლოოდ Netflix-ის რეალითი შოუს, I Am Georgina-ს მთავარი პერსონაჟიც გახდა. მისი სოციალური ქსელების აუდიტორიაც მილიონებს აღწევს.

ამ ყველაფერმა კი ერთი კითხვა გააჩინა, რომელიც ჯორჯინას შესახებ წლების განმავლობაში არ ქრება:„ჯორჯინა საკუთარი კარიერით გახდა ცნობილი თუ რონალდუს წყალობით?“

რატომ აკრიტიკებენ ჯორჯინას?

მისი კრიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი არა სამოდელო კარიერა, არამედ რონალდუსთან ურთიერთობა და იმ ფუფუნების დემონსტრირება, რაშიც არის ყოველდღიურად. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მისმა ცხოვრების სტილმა — სასახლეებმა, ძვირად ღირებულმა მანქანებმა, დიზაინერულმა ტანსაცმელმა და განსაკუთრებით ძვირფასმა სამკაულებმა — ბევრ გულშემატკივართან ერთად, ბევრი კრიტიკოსიც შესძინა.

კრიტიკა განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როდესაც ჯორჯინა სოციალურ ქსელებში ფუფუნების დემონსტრირებას ახდენს. თუმცა მეორე მხარე ამტკიცებს, რომ მან უბრალოდ გამოიყენა მის წინაშე გაჩენილი შესაძლებლობა და საკუთარი მედია-იმიჯი დამოუკიდებელ ბიზნესად აქცია.

მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ცვლილება კი მხოლოდ ფული არ ყოფილა. ჯორჯინა დღეს მრავალშვილიანი დედაა და რონალდუსთან ერთად უზარმაზარ საჯარო ყურადღებას ყოველდღიურად უმკლავდება. ასევე საჯაროდ მოუწია იმ ტკივილთან გამკლავება, რომელიც ქორწინებისას განიცადა - წყვილის ერთი შვილი დაბადებისას გარდაიცვალა (რონალდუს ხუთი შვილი ჰყავს. პირველი შვილი კრიშტიანუ რონალდუ უმცროსია, რომლის დედის ვინაობა უცნობია. ასევე ჰყავს სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ტყუპი - ევა მარია და მატეო, რომლებიც ჯორჯინამ იშვილა მოგვიანებით. და ასევე ორი უმცროსი შვილი, რომლებიც რონალდუს ჯორჯინასთან შეეძინა - ალანა მარტინა და ბელა ესმერალდა (ჯორჯინა ტყუპზე იყო ორსულად, თუმცა ბელას ტყუპისცალი ბიჭი მშობიარობისას გარდაიცვალა).

1200x900-0xnk1hg05w-1786513160783239384-1786176678.jpg

გრანდიოზული და მდიდრული ქორწილის ნაცვლად, სულ 4 სტუმარი - რონალდუს ქორწილის პირველი ოფიციალური ფოტოები
განქორწინების შემთხვევაში, ჯორჯინა სიცოცხლის ბოლომდე თვეში 90 000 ევროს მიიღებს - რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო ხელშეკრულების დეტალები
რატომ უყვარს ხალხს მესის მეუღლე, რონალდუს ცოლს კი ხშირად აკრიტიკებენ და მეტიჩარას ეძახიან? - გულშემატკივრები მიზეზებზე საუბრობენ
როგორ იქცა მაღაზიის კონსულტანტი უმდიდრესი ფეხბურთელის ცოლად, რა დაუწუნეს 2-მილიონდოლარიან ბეჭედს და რატომ აშინებს ბევრს 40 წლის რონალდუს ცხოვრების წესი? - სპორტსმენი წელიწადში მილიონ დოლარს ხარჯავს ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად