"ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა დაიწყო ამერიკის ერთ-ერთ კარგ უნივერსიტეტში... სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ თბილისში ბოლტის" კურიერად, შემდეგ მეგობართან ერთად მოიარა მთელი საქართველო, მერე ინდოეთში გლეხებს ეხმარებოდა მიწის დამუშავებაში..." - მშობლები

"ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა დაიწყო ამერიკის ერთ-ერთ კარგ უნივერსიტეტში... სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ კურიერად მუშაობდა, შემდეგ მოიარა მთელი საქართველო, მერე ინდოეთში გლეხებს ეხმარებოდა..."

2026-09-06 19:19:37+04:00

მიხეილ სააკაშვილი შუათანა შვილის - ნიკოლოზის წარმატებების შესახებ წერს:

"ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა დაიწყო ამერიკის ერთ-ერთ კარგ უნივერსიტეტში. ის ამ მხრივ აგრძელებს ჩემი და ედუარდის გზას. მას სწავლის საფასურს თავად უნივერსიტეტი უფარავს, რაც ამ უნივერსიტეტის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკუშამ აიღო ორ წლიანი პაუზა, ჯერ თბილისში 6 თვე იმუშავა "ბოლტის" კურიერად, ველოსიპედით დაჰქონდა ვაკე-საბურთალო-მთაწმინდაზე შეკვეთები, შემდეგ ორი თვე მეგობართან ერთად მოიარა მთელი საქართველო - 80% ფეხით და 20% გამვლელი მანქანებით, ამის შემდეგ იაპონიის საელჩოს დახმარებით გაემგზავრა ტოკიოში, თბილისში სკოლის დროს ნასწავლი იაპონურის დასახვეწად.
ბოლო 1 წელი კი გაატარა ინდოეთში, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეხმარებოდა იქაურ გლეხებს მიწის დამუშავებაში და სწავლობდა ჰინდის. ბოლოს კი ძალიან გვანერვიულა, იმიტომ რომ მაინცდამაინც ნეპალ-ტიბეტის უბედურების დროს, გადასული იყო ტიბეტში და რაღაც ხნით კავშირზე არ გამოდიოდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ნიკუშა ჩემს შვილებს შორის ალბათ ყველაზე მეტად მგავს მე გარეგნობით, მანერებით, ტემპერამენტით და თან გამოყვა პოლიტიკისადმი ჩემი ცხოველი ინტერესი. მიუხედავად ყველა უბედურებისა, რაც პოლიტიკამ მოუტანა ჩვენს ოჯახს.
ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არა მხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო.
წარმატებები.
Good Luck to You Kiddo!
Make us Proud!"
ed-1788708668.jpg
488643808-2497019233979706-6206728378592233431-n-1788708668.jpg
shvilebi-51772-1781778902-1788708668.webp
მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი... - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 6 წლის ქალიშვილზე
სოფო ნიჟარაძის და ალისას მიერ ექსპრომტად შესრულებული სიმღერა - თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით... (ვიდეო)