"შემდეგ წელიწადს ჩვენ უკვე ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ და ვუტყვით, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ - მე-8 კლასის ჩათვლით და ა.შ." - გივი მიქანაძე - მშობლები

"შემდეგ წელს ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ - მე-8 კლასის ჩათვლით და ა.შ." - გივი მიქანაძე

2026-09-12 22:24:33+04:00

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ტვ-იმედის "ღია ეთერში" განათლების აქტუალურ საკითხებზე საუბრობდა და მშობლების შეკითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი აქტუალური კვლავ ფორმების თემა იყო. მშობლების შეკითხვებზე პასუხისას მიქანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფორმები პირველ რიგში ბულინგის აღმოსაფხვრელად არის კარგი საშუალება და რომ ხარისხიანია მაქსიმალურად და ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთანაც თანამშრომლობდნენ ამ თემაზე. ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ფორმები უკვე მე-7 კლასიდან და ნელ-ნელა, ზედა კლასებშიც სავალდებულო გახდება:

- ისმის კითხვა, რატომ უფროს კლასებში არა და რატომ პირველიდან მეექვსე კლასამდე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც მაღალ კლასებში არიან, შეჩვეული არიან თავისუფალ ჩაცმულობას, და იმ ასაკში არიან, როდესაც ძალიან რთულია მათთან კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოერგოს რაღაც წესებს, რაღაც დისციპლინას, რაც ჩვეულებრივი ამბავია... ნებისმიერ კერძო სკოლაში რომ შევიდეთ დღეს, კონკრეტული წესები არის ჩამოწერილი, რომ მოსწავლე მოსწავლეს უნდა ჰგავდეს და ა.შ. ამაზეა აქ საუბარი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ დაწყებითი კლასებიდან, და წელს, როდესაც მეექვსეკლასელი ჩაიცვამს ფორმას და შეეჩვევა ამ ფორმის კულტურას, შემდეგ წელიწადს ჩვენ უკვე ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ და ვიტყვით, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, 2028-2029 - პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, ასე ჩვენ რამდენიმე წელიწადში უმტკივნეულოდ შემოვიტანთ სკოლაში ფორმის კულტურას. და შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა სკოლამ და ბავშვების სურვილიდან გამომდინარე, ამან ყველაფერმა პოზიტიური ზეგავლენა იქონიოს და ზოგიერთ სკოლაში უფრო მალე მოხდეს ამ ფორმის ყველა კლასში დანერგვა.

არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, ეს პროცესი წინ წავიდეს... ზოგ სოფელში, სანამ სკოლა აშენდება, გამოვიყენებთ ე.წ. კონტეინერულ სკოლებს... - გივი მიქანაძე

როდის დაიწყება მე-2-მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების რეალიზაცია და რატომ ვერ შეიკერა ფორმები საქართველოში? - პასუხობს განათლების მინისტრის მოადგილე
თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ შვილს ფორმას, ამ შემთხვევაში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი... ბავშვთან კი არ გვაქვს პრეტენზია, გვაქვს პირველ რიგში მშობელთან