მიუხედავად იმისა, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში ხვალ - 15 სექტემბერს იწყება, ზოგიერთ კერძო სკოლაში ჯერ კიდევ 1-ელ სექტემბერს დაიწყეს სასწავლო პროცესი, ზოგან კი დღეს - 14 სექტემბერს. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, რომელთა შვილებსაც დღეს დაეწყოთ სწავლა და რამდენიმე მათგანი პირველადაც შევიდა სკოლაში, სწავლის პირველი დღის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლემ - ფსიქოლოგმა ია დუდაშვილი სწავლის პირველი დღის ოჯახური ფოტოები გაასაჯაროა. მათი ვაჟი წელს პირველად შევიდა სკოლაში.



პირველად შევიდა სკოლაში ალისა სააკაშვილიც.

პირველად შევიდა ასევე სკოლაში მოდელ ანა შელიას ქალიშვილი ელი.

უმცროს შვილებთან ერთად სკოლიდან ფოტოები გამოაქვეყნა ასევე 5 შვილის დედამ, ყოფილმა მოდელმა ლიკა შენგელიამ.


სკოლაში გააცილეს შვილები პირველ დღეს გიგი დედალამაზიშვილმა და მარინა კარპიმ.


ბევრად ადრე დაიწყო სწავლა ამერიკაში და ნუკიმ და მისმა მეუღლემ ოლივერი გააცილეს სკოლაში, პატარა შიოსთან ერთად.

პირველ სექტემბერს ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა შვილების პირველი სასკოლო დღის ფოტოები.

თამუნა ვაშალომიძის ქალიშვილ სოფიასაც პირველ სექტემბერს დაეწყო სწავლა.
