6 წლის ალისა სააკაშვილი სკოლაში შევიდა - სკოლის პირველი დღის კადრებს სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს (ვიდეო) - მშობლები

6 წლის ალისა სააკაშვილი სკოლაში შევიდა - სკოლის პირველი დღის კადრებს სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს (ვიდეო)

2026-09-14 10:40:54+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი ელის მარია, რომელსაც ალისასაც ეძახიან, წელს 6 წლის გახდა და სკოლაშიც შევიდა. სასწავლო წლის პირველი დღის კადრებს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ვიდეოზე ჩანს, ალისა ევროპულ სკოლაში შევიდა.

alisa4-1789369361.png

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ალისას ფოტო, რომელიც სასკოლედ ემზადებოდა.

789085279-2001304187242678-4767193690733905128-n-1789368421.jfif

ცოტა ხნის წინ კი დაწერა ალისას საქმიანობის შესახებ, რომელიც სააკაშვილის თქმით, "თავად ირჩენს თავს":

"სოფო არის მომღერლების "შავ სიაში" შეყვანილი და მას არ აქვს არანაირი შემოსავალი. მისი საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით, რომლებსაც იღებენ რეკლამებში, ალბათ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროდუქციის რეკლამა და ფულს სოფოს ურიცხავენ. ასე რომ, ალისამ სოფოს ფული კი არა, სინამდვილეში საკუთარი გამომუშავებული ფული დახარჯა.
ნუ გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი. უფრო მეტიც, მეორე კონკურენტმა კერძო სკოლამ ხელფასიც კი შესთავაზა თუ ალისა მათთან გადავიდოდა.
მე არ ვამაყობ იმით, რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას აკეთებს და რაც მთავარია, მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს, თან ამას აკეთებს დიდი გატაცებით".
დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი... - ცნობილი სახეები სწავლის პირველი დღის ფოტოებს აქვეყნებენ

სოფო ნიჟარაძის და ალისას მიერ ექსპრომტად შესრულებული სიმღერა - თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით... (ვიდეო)
ჩემი ალისა 6 წლის გახდა - როგორ მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა შვილს დაბადების დღე (ვიდეო)
მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი... - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 6 წლის ქალიშვილზე