2026 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების რამდენიმე განსხვავებული პროგრამა მოქმედებს. ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნაწილი კი თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში.
სახელმწიფოს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ელექტროენერგიისა და წყლის საფასურის სუბსიდირებას გარკვეული სოციალური ქულის მქონე ოჯახებისთვის, ხოლო თბილისის მერიის პროგრამა დამატებით აფინანსებს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის №52 დადგენილებაში 2026 წელს შეტანილი ცვლილებებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების რამდენიმე განსხვავებული წესი მოქმედებს.
ამ კატეგორიის ოჯახებისთვის სახელმწიფო ყოველთვიურად აფინანსებს არაუმეტეს 200 კვტ.სთ ელექტროენერგიას, თითოეულ კილოვატსაათზე 8.5 თეთრის ოდენობით.
საქართველოს რეგიონებში ეს შეღავათი მოქმედებს 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
თბილისში კი იგივე კატეგორიის ოჯახებისთვის სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს 2026 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი ეხება 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს. თბილისის შემთხვევაში პროგრამა სწორედ აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდზე ვრცელდება.
70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სახელმწიფო სუბსიდიის წესი განსხვავებულია და თბილისში ეს კატეგორია მთავრობის ამ კონკრეტული ელექტროენერგიის პროგრამიდან გამონაკლისია. მოქმედი დადგენილების მიხედვით, თბილისის გარდა, ასეთი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდია განისაზღვრება 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ ტარიფს შორის სხვაობით, რასაც დამატებით 1 კვტ.სთ-ზე 8.5 თეთრი ემატება.
თბილისში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის საკითხი თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების პროგრამით რეგულირდება.
სახელმწიფო ასევე აფინანსებს სასმელი წყლისა და წყალარინების საფასურს იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და რომლებიც მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ:
სუბსიდია გაიცემა 2026 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად და ეფუძნება მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის ოდენობას, თუმცა თვეში 100 ლარზე მეტი არ ანაზღაურდება.
თბილისში მოქმედებს ცალკე მუნიციპალური პროგრამა - "კომუნალური სუბსიდირება". თბილისის 2026 წლის ბიუჯეტით პროგრამა გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც ერთიან ბაზაში 200 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით არიან რეგისტრირებული.
თბილისის მერიის პროგრამა განსხვავდება სახელმწიფო პროგრამისგან როგორც დაფინანსების წყაროთი, ისე მოქმედების პერიოდით.
2026 წელს მუნიციპალური სუბსიდია ეხება იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხულ კომუნალურ გადასახადებს.
პროგრამა მოიცავს:
პროგრამით სარგებლობისთვის ოჯახი თბილისის ტერიტორიაზე უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 200 000 ან ნაკლები უნდა იყოს.
ამასთან, შესაბამის მონაცემებში უნდა იყოს მითითებული ოჯახის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის აბონენტის ნომრები.
70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახისთვის კომუნალური სუბსიდიის მაქსიმალური ოდენობა თვეში 106 ლარია.
70 000-ზე მეტი და 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახისთვის მაქსიმალური სუბსიდია თვეში 20 ლარია.
სუბსიდიის ფარგლებში თანხა პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება: გათვალისწინებულია დასუფთავების საფასური, წყლის გადასახადი და ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების ღირებულება.
ვრცლად ინფორმაცია, შეგიძლიათ, თბილისის მერიის ვებგვერდზე ნახოთ.
"თელმიკოს" სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:
"ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის - საშუალოდ 4-6 თეთრით.
თამარ იაკობაშვილი