"ნანა ძალიან მაკლია ცხოვრებაში, ის არის ჩემი ნათელი წერტილი ცხოვრებაში, საუკეთესო მეგობარი... მადლობა, სულ ჩემ გვერდით რომ ხარ! მადლობა, რომ მომეცი ეს ცხოვრება" - ნანა ნებიერიძის შვილის ემოციური ინტერვიუ ამერიკიდან - მშობლები

"ნანა ძალიან მაკლია ცხოვრებაში, ის არის ჩემი ნათელი წერტილი ცხოვრებაში, საუკეთესო მეგობარი... მადლობა, სულ ჩემ გვერდით რომ ხარ! მადლობა, რომ მომეცი ეს ცხოვრება" - ნანა ნებიერიძის შვილის ემოციური ინტერვიუ ამერიკიდან

2026-09-17 20:34:22+04:00

"იმედის დღეში", რუბრიკაში „წესები მშობლებისთვის“ თიკა წერეთელთან ერთად, ცნობილი სპორტსმენისა და ტელეწამყვანის ნანა ნებიერიძის შვილმა, ამერიკაში მცხოვრებმა ნინა ჯაფარიძემ ისაუბრა ემიგრაციის სირთულეებზე, ამერიკაში ნაპოვნ საყვარელ საქმეზე და აწყობილ საკუთარ ბიზნესზე, დედობის სირთულეებზე და ცნობილ დედაზე, რომელიც მისი ყველაზე დიდი მეგობარი და მხარდამჭერია. ემოციურ ინტერვიუს თან ახლდა ნანა ნებიერიძის ცრემლები.

ნინა ჯაფარიძე:

- ნანა არის ჩემი ნათელი წერტილი ცხოვრებაში. ჩემი საუკეთესო მეგობარია. ნანაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს... ერთგული მეგობარი, რომელსაც მოუყვები ყველაფერს, გაუხსნი გულს. ამერიკაში, ბალტიმორში რომ გადავედი, ცხოვრების ყველაზე დაბალ ეტაპზე ვიყავი და ნანას გარდა არავინ არ მყავდა. დილას თვალს რომ ვახელდი, ნანას ვურეკავდი. საღამოსაც ნანა მაწყნარებდა, მამშვიდებდა. დამეხმარა ფსიქოლოგის პოვნაში, ამომქაჩა, მომაწვა, გადამატანინა რთული პერიოდი... ნანა ძალიან მაკლია ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ალბათ ასეა საჭირო... მომავალში აუცილებლად მინდა, რომ ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ჩემს შვილთან, ალექსანდრესთან აქვს აღზრდის საოცარი მეთოდი და ესეც ძალიან დამაკლდა. მე ძირითადად ბებიებთან ვიზრდებოდი და ნანა სულ შეჯიბრებებზე, ჩემპიონატებზე იყო. ჩემთვის იმდენი დრო არ ჰქონდა. მე ცოტა სხვა გზა ავირჩიე, მე ალექსანდრეს მარტო ვზრდი... კარიერასაც, ბიზნესს ასე, პატარა ბავშვივით ვზრდი... ალექსანდრეს გაზრდაში მაკლია ნანა, თუმცა ტელეფონითაც სულ მეხმარება...

ნანა, ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე. მადლობა სულ ჩემ გვერდით რომ ხარ! მადლობა, რომ მომეცი ეს ცხოვრება, დამაყენე ამ გზაზე. შენ და შენი მხარდაჭერა რომ არა, ამერიკაშიც არ ვიქნებოდი... მადლობა ამისთვის და ყოველი დღე რომ თენდება და მირეკავ, და ყოველი დღე რომ ღამდება და რომ მირეკავ და ყურადღებას მაქცევ და სულ ჩემ გვერდით რომ ხარ...

დედა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, რომ მე კარგი განათლება მიმეღო... ყველაზე ბედნიერი ემიგრაციაში ვიყავი, როცა დედაც და მამაც გვერდზე მყავდა... - თაკო ჩორგოლაშვილის ემოციური მოგონება
მე და ნინო ერთად გავიზარდეთ, როგორც დედა-შვილი, განვვითარდით... იყო ძალიან რთული პერიოდებიც... - ნინო კასრაძის და სალომე თოფურიას გულახდილი ინტერვიუ