ნუკი კოშკელიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - როგორც აღმოჩნდა, ბენი ამღერდა და თან, ქართულად.
"ცუდად ვარ. ვერ ვჩერდები, ისე ვიცინი... ბენჯიბიჭო დაირქვა. სამი დღით დავუტოვე ბავშვები და დამხვდა რეპერი... ვინ არის ის ქართველი გოგო???"
ბენი სიმღერაში მართლაც ქართველ გოგოს უმღერის: "მთელ მსოფლიოში ბევრი რამ მინახავს, პარიზი, მაიამი, ნიუ-იორკი, მაგრამ მერე საქართველოში ჩამოვედი! ბიჭო, ეს რა არის! ქართველი გოგო! ლამაზი ქართველი გოგო! შავი თმა, შავი თვალი... ქართველი გოგო, მთელ მსოფლიოში არ არის ასეთი გოგო!"
ცოტა ხნის წინ ნუკი თამარ ობგაიძის პოდკასტს სტუმრობდა და იქ ისაუბრა ბენზე:
-ბენი საჭმელებსაც აკეთებს და ძალიან რთულ საჭმელებს, ჩემთვის ძალიან რთულს. ძიძის გარეშე ვზრდი ორივე ბავშვს. და როგორ ვამაყობდი ამით. ახლა კი მგონია, რომ არ იყო სწორი, დებილო, მიდი რა, ძიძა მოიყვანე... ვინ დაგიფასებს მაგას? არავინ. არ დავიღალე? მიშველეთ (იცინის).
ბენის როლი ამ ყველაფერში მთლად ისეთი გადასარევი, როგორც სოციალურ ქსელებში ვაჩვენებ, არ არის. ხანდახან ნერვებსაც მიშლის.
უფროს ბავშვზე... ოცდაოთხი საათი მართლაც ოლივერთანაა ჩართული... ფეხბურთს თამაშობს, გაკვეთილებზე ეხმარება...
ამ პატარაზე თითქოს ხელები ეწვის. აი, ასე, ხელში რომ დააჭერინებ — „აჰ, აჰა, უჰ, აჰ“. აი, ასე ემართება. ანუ დავაჭერინებ და ორ წუთში იატაკზეა ეს ბავშვი. დავაჭერინებ — კარადაზეა. აი, სადღაც უნდა მიაჩოჩოს, ვიღაცას მისცეს და მერე მივხვდი, იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ შვება. ვერ აქვთ კომუნიკაცია ჯერ.
უფროსი პასუხობს, ელაპარაკები და იმასთან უფრო სიახლოვეა. პირველზეც ასე იყო, რაღაცა ასაკამდე უჭირს, სადღაც წლამდე, სანამ სიარულს დაიწყებს და მერე ვენაცვლებით ერთმანეთს.