ლეგენდარული მსახიობი სოფია ლორენი 92 წლის გახდა. დაბადების დღეს საქართველოდან ულოცავს ქართველი რძალი - კარლო პონტის მეუღლე მარიამ შარმანაშვილი:
"დაბადების დღეს ვულოცავ მარადიული სილამაზის, სიძლიერისა და ნიჭიერების სიმბოლოს, ჩვენს უძვირფასეს ქალბატონ სოფიას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას!
P.S. უამრავი თბილი წერილი და მილოცვა შემოდის მის სახელზე, აუცილებლად პირადად გადავცემ მას ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარულსა და თქვენს თითოეულ კეთილ სურვილს".
მარიამმა ცნობილი დედამთილი თავდაპირველად კარლოს საცოლის სტატუსით გაიცნო, მერე კი ქართული ქორწილის შემდეგ ჟენევაში გამართულ ოფიციალურ ხელისმოწერის ცერემონიაზე შეხვდა და გააცნო თავისი ქართული ოჯახი. მისი მონათხრობის თანახმად, სოფია განსაკუთრებულად მოიხიბლა მარიამის ვაჟით.

