ნატალია ქუთათელაძისა და აჩიკო ჯაფარიძის ვაჟი სანდრო 5 წლის გახდა. ღია ცის ქვეშ მოწყობილი მხიარული წვეულების ვიდეოები და ფოტოები სოციალურ ქსელში ქვეყნდება. წვეულებას აფორმებდნენ მხიარული ანიმატორები, ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები, სახალისო აქტივობებით და გართობებით.


ცოტა ხნის წინ, ირინა ქიქოძის პოდკასტში ნატალიამ დედობაზე ისაუბრა:
"არ ვიშურებ ენერგიას, რომ იდეალური კი არ ვიყო, ძალიან ბევრი შეცდომა არ დავუშვა, როგორც დედამ. არ ვიყო უცოდინარი დედა. ესეც ასაკმა მოიტანა. მგონია, რომ უნდა იცოდე შვილის გაზრდა. გარდა იმ ინსტინქტებისა, რაც ისედაც გაქვს, როცა მშობელი ხდები, გადარჩენის, მზრუნველობის, პასუხისმგებლობის და ა.შ., ჯობს, კიდევ რაღაცებში გათვითცნობიერებული იყო. უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ და უფრო ნაკლებად გადავარდები ხრამში შენს შვილთან ერთად. ასე ბევრად მიადვილდება და შფოთი, რაც მაქვს და ყველა მშობელს აქვს, კი არ მინელდება, უფრო იმედი მიჩნდება, რომ არა უშავს. ბევრს ვკითხულობ, ვუსმენ და ვიცი, რომ თუ რაღაცას ახლა ვერ ვერევი, არსებობს გამოცდილება, სტატისტიკა, მეცნიერებებმა გასცეს პასუხები. ამისთვის მართლა ბევრს ვშრომობ, მეც, ჩემი ქმარიც და ყველა მეხმარება. ბაღიც ასეთი ავარჩიე. მეგობრებს მე ვერ ავურჩევ, მაგრამ ვეცდები ისეთი ცნობიერი ჩამოვუყალიბო, რომ მერე შესაბამისი, კარგი გარემოც თვითონ აირჩიოს. როგორც ყველას გვინდა ჩვენი შვილისთვის. როგორ ვახერხებ ორივეს ერთად? როცა რაღაცა ძალიან გინდა და ძალიან გიყვარს, აუცილებლად აკეთებ, აუცილებლად გამოვა".

