"ეს უკვე მეტისმეტია..." - რით აღაშფოთეს ჰარიმ და მეგანმა იმ სკოლის მშობლები, სადაც მათი შვილები დადიან - მშობლები

"ეს უკვე მეტისმეტია..." - რით აღაშფოთეს ჰარიმ და მეგანმა იმ სკოლის მშობლები, სადაც მათი შვილები დადიან

2026-09-25 19:13:59+04:00

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მშობლების აღშფოთება გამოიწვიეს იმ ოლქში, სადაც წყვილი ინგლისში დაბრუნების შემდეგ დასახლდა. ადგილობრივმა სკოლებმა მოსწავლეების მშობლებს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნეს სასექსელთა შვილების, არჩისა და ლილიბეტის შესახებ.

სექტემბრის დასაწყისში, წყვილის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ჭორებად განიხილებოდა, მაგრამ The Mirror-მა ახლა დაადასტურა, რომ შეტყობინებები ნამდვილად გაიგზავნა. წერილებში მშობლებს მოუწოდებდნენ მკაცრად დაეცვათ კონფიდენციალურობა და შეახსენეს მათ „მხოლოდ საკუთარი შვილების გადაღების მნიშვნელობა“.

გამოცემა მკაცრ შეზღუდვებს უკავშირებს შვიდი წლის არჩისა და ხუთი წლის ლილიბეტისთვის სკოლის უეცარ ცვლილებას და ასევე მეგან მარკლის პირადი ტელეფონის ნომრის გაჟონვას WhatsApp-ის მშობლების ჩატიდან. ოფიციალური გაფრთხილებები მიიღეს არა მხოლოდ სოფლის სკოლის მშობლებმა, სადაც წყვილის შვილები ახლა სწავლობენ, არამედ მეზობელი სკოლების მშობლებმაც.

ამ უსაფრთხოების ზომებმა ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ახალ წესებს „სრულიად გადაჭარბებული“ და მათი ყოველდღიური ცხოვრების დამარღვეველი უწოდეს. ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ყველამ უკვე იცის საზღვრები, ამიტომ წერილების გაგზავნა „სრულიად არასაჭირო“ და გადაჭარბებულია.

„მეტისმეტად გადაჭარბებულია, ყველამ იცის საზღვრები“, - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოცემას და იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი „მომავალი პრობლემების წინაპირობა არ იქნება“.

კიდევ ერთმა მშობელმა გამოცემას განუცხადა, რომ სკოლის პირველ დღეს მათ დაინახეს ორი ჯიპი, რომელიც მოქროდა სკოლის მახლობლად გზაზე, რის შემდეგაც ჰარი, მეგანი და მათი შვილები სკოლის შესასვლელთან შენიშნეს. „აქ ყველა ძალიან ჩვეულებრივი და უბრალოა. ჩვენ ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ახალ მშობელს მოუნდება სკოლის ცხოვრებაში და ადგილობრივ საზოგადოებაში ჩართვა“, - აღნიშნა მან.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გასულ თვეში მოულოდნელად დაბრუნდნენ დიდ ბრიტანეთში, მას შემდეგ, რაც 2020 წელს დატოვეს სამეფო ოჯახის წევრების ოფიციალური მოვალეობები და ამერიკაში გაემგზავრნენ. თავდაპირველად წყვილმა შვილები ელიტარულ სკოლაში შეიყვანა, მაგრამ სემესტრის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, ბავშვები გამოიყვანეს იმ სკოლიდან - საცობები მათ ისედაც მწირ დაცვის გუნდს დამატებით თავსატკივარს უჩენს.

უსაფრთხოების საკითხები ჰერცოგისა და ჰერცოგინიისთვის სიახლე არ არის. 2022 წელს მეგანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასწარ შფოთავდა იმაზე ფიქრით, რომ პაპარაცებს შეეძლოთ გადაეღოთ მისი შვილები სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

სხვათა შორის, პრინცმა ჰარიმ ორჯერ შეიტანა საჩივარი ბრიტანეთის მთავრობაში, რადგან მას შეუწყვიტეს გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული საოჯახო დაცვა. მაგრამ უშედეგოდ. ამ თვის დასაწყისში კი გამოცხადდა, რომ ჰარიმ და მეგანმა მაინც მიაღწიეს მეფე ჩარლზისგან თხოვნის დაკმაყოფილებას და სავარაუდოდ, მიიღებენ დაცვას, რომლის შენახვა ხაზინას წელიწადში დაახლოებით 5 მლნ გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

ისინი არ არიან სამეფო ოჯახის მოქმედი წევრები... მათ არ შეუძლიათ ტიტულის გამოყენება და ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა... - მეფე ჩარლზმა დუმილი დაარღვია და სკანდალური წერილი გამოაქვეყნა
პრინცმა ჯორჯმა ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ კოლეჯში ჩააბარა - პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გაამხილეს, თუ სად ისწავლის მათი უფროსი ვაჟი
„ქეითის კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ — პრინცმა უილიამმა ჰარისთან ურთიერთობა მეუღლის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო საბოლოოდ გაწყვიტა
მეფე ჩარლზ III ოთხი წლის შემდეგ პირველად შეხვდა პრინც ჰარის, მეგან მარკლს და შვილიშვილებს