"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მამა დღე­საც ია­მა­ყებ­და ჩე­მით" - ინტერვიუ კობა დავითაშვილის ვაჟთან, რომელიც გერმანიაში ნეიროქირურგი გახდა - მშობლები

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მამა დღე­საც ია­მა­ყებ­და ჩე­მით" - ინტერვიუ კობა დავითაშვილის ვაჟთან, რომელიც გერმანიაში ნეიროქირურგი გახდა

2026-09-28 13:01:05+04:00

2021 წელს, როდესაც Ambebi.ge თორნიკე დავითაშვილს ესაუბრა, ის გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა და ჯერ კიდევ არჩევდა მომავალ სპეციალობას. მაშინ არ იცოდა, რა მიმართულებით გააგრძელებდა პროფესიულ გზას, თუმცა უკვე ნათლად ჰქონდა გააზრებული, რომ განათლების მიღება და ექიმად ჩამოყალიბება სურდა.

ხუთი წლის შემდეგ კობა დავითაშვილის ვაჟი გერმანიაში ნეიროქირურგიის მიმართულებით მუშაობს და სპეციალიზაციას გადის. მისთვის ეს მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ ყოფილა - როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში საყვარელი ადამიანების ავადმყოფობის ყურება და მათთვის დახმარების სურვილი ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც ექიმობა გადაწყვიტა.

თორნიკე გვიყვება, რა სირთულეები ახლავს გერმანიაში ექიმად ჩამოყალიბებას, როგორია ნეიროქირურგის ყოველდღიურობა და რა განცდაა, როდესაც პაციენტს დაკარგულ შესაძლებლობებს უბრუნებ. ინტერვიუში საუბრობს მშობლებზე, ძმებზე, ოჯახის რთულ წლებზე და იმაზეც, რატომ უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები კვლავ საქართველოს

- თორნიკე, 2021 წელს, როცა თქვენთან ინტერვიუ ჩავწერე, ჯერ კიდევ გერმანიაში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდით. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა

- ბოლო ინტერვიუს შემდეგ წარმატებით დავამთავრე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და უმცროს ექიმად/ რეზიდენტ ექიმად მუშაობა დავიწყე. ნეირომეცნიერებები ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა, კლინიკური პრაქტიკის პერიოდში კი მივხვდი, რომ ჩემი პროფესიული გზის გაგრძელება სწორედ ნეიროქირურგიაში მინდოდა. უკვე მეორე წელია, ამ მიმართულებით ექიმად ვმუშაობ და სპეციალიზაციას გავდივარ - ყოველდღიურად ვიღრმავებ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ვიძენ.

ნეიროქირურგია პირველად სავალდებულო კლინიკური პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ეს ერთადერთი სფეროა, რომლის გამოც დილის ხუთ საათზე სამსახურში წასასვლელად სიამოვნებით ვდგები. ამ დარგის სირთულე ჩემთვის საინტერესო გამოწვევად იქცა, მისი სიღრმისეულად შესწავლა კი ცხოვრების ერთ-ერთ მიზნად დავისახე. ამიტომ სპეციალობის არჩევისას ნეიროქირურგიას გვერდს უბრალოდ ვერ ავუვლიდი.

- სად მუშაობთ დღეს გერმანიაში და როგორი პაციენტები და შემთხვევები გხვდებათ ყველაზე ხშირად?

- დღეს ლუდვიგსბურგის კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტში ექიმ-რეზიდენტად ვმუშაობ და ექვსწლიანი სპეციალიზაციის პროგრამის მეორე წელს გავდივარ. ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად მალთაშუა დისკის თიაქრისა და სუბდურალური ჰემატომის შემთხვევები მხვდება. ეს უკანასკნელი თავის ტვინის დამცავი მაგარი გარსის ქვეშ სისხლის დაგროვებას ნიშნავს.

- ქართველ პაციენტებს თუ შეხვედრიხართ გერმანიაში? ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველი პაციენტის დახმარებამ თქვენთვის განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა შეიძინა?

- ქართველ პაციენტებს ძირითადად სხვა როლში შევხვედრივარ: ჰაიდელბერგში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქართველი ბავშვებისთვის არაერთხელ გამიწევია სათარჯიმნო დახმარება. ნეიროქირურგიის განყოფილებაში მუშაობისას კი უკვე თავად მყავდა თურქეთში მცხოვრები ლაზი პაციენტი, რომელიც ქართულად საუბრობდა. უცხო ქვეყანაში შენარჩუნებული ქართული ენის მოსმენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, მისმა შვილოთი მიმართვამ კი ამ შეხვედრას განსაკუთრებული სითბო და სიახლოვე შესძინა.

- 2021 წელს მითხარით: "დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით“. დღეს, როცა უკვე ექიმი ხართ, რას ეტყოდით მამას და რას ფიქრობთ, რას გეტყოდათ?

- დარწმუნებული ვარ, მამა დღესაც იამაყებდა ჩემით. განაგრძეთ კითხვა

პატარაობიდანვე ვოცნებობდი ზღაპრულ ქორწილზე... მადლიერი ვარ, რომ გავიზარდე ოჯახში, სადაც ყოველთვის პრინცესასავით მექცეოდნენ - კახა თარგამაძის ქალიშვილი გახმაურებულ ქორწილზე წერს და ცნობილ მამასთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს
მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი... - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 6 წლის ქალიშვილზე