2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მეორადი ჩარიცხვა კიდევ ერთხელ გამოცხადდა. გამოქვეყნებული ცნობარი აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს ნახონ, რომელ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე დარჩა ადგილი და რომელი საგნის შედეგით შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა. პროგრამის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტი და სპეციალობა, არამედ ისიც, თუ რომელი მესამე საგნით აბარებდა აბიტურიენტი, რადგან ბევრ პროგრამაზე ადგილები სწორედ საგნების მიხედვით არის განაწილებული.
ცნობარში მოცემული ადგილები დავითვალეთ პროფესიული პროგრამების გარეშე და ასევე გამოვაკელით ქართულ ენაში მომზადების პროგრამები.
ამ პრინციპით, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროფესიული და ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამების გამოკლებით, სულ 6 481 თავისუფალი ადგილია დარჩენილი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში.
მესამე საგნებს შორის ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი, 2 835 ადგილი, მათემატიკაზე მოდის.
ფიზიკა - 1 208 ადგილი.
ქიმია - 1 152 ადგილი.
ისტორია - 596 ადგილი.
ბიოლოგია - 112 ადგილი.
მესამე საგნის მიხედვით ცალკე გამოყოფილი თავისუფალი ადგილებიდან ბიოლოგიაზე 112 მოდის. გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო პროგრამების ნაწილში ბიოლოგია სავალდებულო გამოცდაა, ხოლო ადგილების შემდგომი განაწილება სხვა საგნებზე - მათემატიკაზე, ფიზიკასა და ქიმიაზე - ხდება. ამიტომ ეს 112 ადგილი არ ნიშნავს სამედიცინო და ბიოლოგიასთან დაკავშირებული ყველა პროგრამის საერთო რაოდენობას.
გეოგრაფია - 110 ადგილი.
ლიტერატურა - 99 ადგილი.
ხელოვნება - 75 ადგილი.
სამოქალაქო განათლება - 64 ადგილი და მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებში.
ზოგიერთ პროგრამაზე ბიოლოგია ან სხვა საგანი სავალდებულოა, ხოლო ადგილები შემდეგ რამდენიმე ალტერნატიულ მესამე საგანზე ნაწილდება; ასევე არსებობს პროგრამები, რომელთა მიღების სტრუქტურა განსხვავებულია. ამიტომ 6 481 არის პროგრამებზე დარჩენილი ადგილების საერთო რაოდენობა, ხოლო ზემოთ მოყვანილი ციფრები აჩვენებს კონკრეტული მესამე საგნისთვის გამოყოფილ ადგილებს.
ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „დიპლომირებული მედიკოსის“ პროგრამაზეა - 521 ადგილი.
ამ პროგრამაზე ბიოლოგია სავალდებულოა.
შემდეგ ყველაზე მეტი ადგილია:
წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების პირველ ხუთეულს, რომლებზეც მთლიანად დარჩენილი ადგილების დაახლოებით 44% მოდის. აქ იგულისხმება უნივერსიტეტების ყველა პროგრამა ქართულ ენაში მომზადების პროგრამების გამოკლებით.