"ზუსტად ერთი წელი სრულდება რეფორმის დაანონსებიდან და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. აუცილებლად მოეკითხებათ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს აღარ გვაქვს არანაირი ნარკოპოლიტიკა", - განაცხადა ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“.
მისი თქმით, უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომელიც კიდევ და კიდევ მეტად უარესდება და ამის მოიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ნარკომოხმარების პრობლემის იგნორირებას ახდენს.
- სიტუაცია არის უმძიმესი. დღე არ გავა, რომ ზედოზირების ახალი შემთხვევები არ იყოს. სიკვდილი, რეანიმაცია, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ფსიქოზი, ინტოქსიკაცია და ა.შ. ყველას სიკვდილზე დღეს პასუხისმგებელია "ქართული ოცნება“. პირადად ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ იგნორირებას ახდენს ამ თემის. ზუსტად ერთი წელი სრულდება რეფორმის დაანონსებიდან და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. აუცილებლად მოეკითხება ამ ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს აღარ გვაქვს არანაირი ნარკოპოლიტიკა. ზედოზირება იყოს ნაკლები, ზიანი, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს, იყოს ნაკლები, ნარკოტიკებზე შემცირდეს მოთხოვნა - ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამისთვის არსებობს მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები, რომელსაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ შეაჩეროს და შეამციროს [ნარკომოხმარება] ამას კი არ აკეთებენ, თვითონ არიან ჩართული ამ ბიზნესში. 53 მილიონი ლარის სააფთიაქო ნარკოტიკი გაყიდეს კომპანიებმა, რომელსაც ლობირებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც დაჭერილია. მეორე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე დაჭერილია, ასევე, ჩართული იყო სააფთიაქო ნარკომანიის და ზოგადად ამ სისტემის არსებობაში...
უმძიმესი ნარკოტიკებია ბაზარზე, რომლებიც ტონობით იყიდება... გუშინ, ღამის პირველ საათამდე მირეკავდა დედა, რომლის შვილსაც ჰქონდა ინტოქსიკაციური ფსიქოზი, ვეხვეწებოდი, მაგრამ სასწრაფო არ გამოიძახეს, დაიჭერენო. დედა რომ არ ჰყოლოდა გვერდით, ეს ბიჭი დაიძინებდა და დილით ვერ გაიღვიძებდა...
რა გველოდება?! მეტი რა უნდა გველოდებოდეს, 13 წლის ნარკოტიკის მომხმარებლები გვყავს...