"სამეგრელოში ვიყავი დასაფლავებაზე და იქ გავიცანი... ვზივარ და შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი, მაღალი, ცისფერთვალება... თურმე მანაც დამინახა და ისიც მოიხიბლა" - ლელა წურწუმიას 80 წლის დედა ქმრის გაცნობის ამბავს იხსენებს - მშობლები

ლელა წურწუმიას 80 წლის დედა ქმრის გაცნობის ამბავს იხსენებს - " "სამეგრელოში ვიყავი დასაფლავებაზე... შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი, მაღალი, ცისფერთვალება... თურმე მანაც დამინახა და ისიც მოიხიბლა""

2026-10-04 13:23:52+04:00

ნინუცა ორჯონიკიძის იუთუბ-არხი ლელა წურწუმიას ესტუმრა მამაპაპისეულ, 150-წლიან სახლში, ხობში. ამ სახლს ლელას 80 წლის დედა, ნინო ლომთათიძე, რუდუნებით უვლის.

- ყოველ გაზაფხულზე ჩამოდის დედა, გვიან შემოდგომამდე აქ არის და უვლის აქაურობას. თიბავს, ტრაქტორზე ზის და ხნავს... თავის ჯანმრთელობასაც მიხედა ამით, მოიფიქრა საქმიანობა, რაც ამხნევებს, აძლიერებს. ის ძალიან საჭირო ადამიანია, იმდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის და გვაბედნიერებს. 80 წლისაა დედა და ასე გამოიყურება... (დაათვალიერეთ ლელა წურწუმიას წინაპრების სახლი).

ლელა წურწუმიას დედამ იქვე გაიხსენა, როგორ ნახა ხობში ჩასულმა მაღალი, სიმპათიური ცისფერთვალება მასწავლებელი, რომლითაც მაშინვე მოიხიბლა და ასევე როგორ აღფრთოვანდა მისი დანახვისთანავე მისი მომავალი მეუღლეც. და როგორ უცებ მიიღო წყვილმა გადაწყვეტილება, რომ ერთად ეცხოვრა.

ნინო ლომთათიძე:

- სამეგრელოში ვიყავი დასაფლავებაზე... დედა მეგრელია, ხეთიდან, სალაყაია და ბიძასთან ვიყავი. დასაფლავებაზე ჩამოვედი, მეზობლის ქალმა შეყვარებულის გამო მოიკლა თავი... მთელი დასავლეთი მოვიდა იმ დასაფლავებაზე. ვზივარ და შემოვიდა ბიჭი, მაგრამ რა ბიჭი, "გრუზა" თმით, მაღალი, ცისფერთვალება... ოთარ კობერიძეს ჰგავდა ახალგაზრდობაში... თურმე იმანაც დამინახა და ისიც მოიხიბლა... და რომ გამოვედი, ვიღაცის ხელით იქვე, ბეჭედი გამომიგზავნა...

  • ლელა წურწუმიას მამა, ფიზიკოსი ლუდოვიკო წურწუმია, 68 წლის ასაკში, ინფარქტით გარდაიცვალა. ლელას დედა, გურული და დედით მეგრელი ქალბატონი, უცხო ენების სპეციალისტია. ლელას ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა.

mshoblebi-mtavari-2-1790945887.pngmshoblebi-mtavari-3-1790945887.pngimages-1790945887.jfifimages-1-1790945887.jfif

ლელა და მისი ახლობლები ამბობენ, რომ ლელას მამას ძალიან ჰგავს მისი შვილიშვილი, ლელას დისშვილი, სანდრო.

lela2-1746209404-1791106498.jpg

lela4-1746209405-1791106531.jpg
ლელა დედასთან, დებთან და დისშვილებთან ერთად

untitled-design-2024-01-14t132557-1705224487-1790946061.879.jpg

მამულიჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედია... არ მაქვს ცუდად ყოფნის უფლება... მე რომ ცუდად გავხდე, ბევრი ადამიანი იქნება ცუდად... დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული... - ლელა წურწუმია (ვიდეო)
ლელა წურწუმიას ქალიშვილი დედასთან ერთად ამღერდა (ვიდეო)
ლელა წურწუმიას ქალიშვილის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში - რას საქმიანობს ვარსკვლავის ერთადერთი შვილი?