"ბოდიში ემოციებისთვის, მაგრამ როგორც დედა ძალიან აღელვებული ვარ, ვნერვიულობ და არც ვიცი ვის მივმართო..." - ნინო მუმლაძის ვიდეომიმართვა - მშობლები

"ბოდიში ემოციებისთვის, მაგრამ როგორც დედა ძალიან აღელვებული ვარ, ვნერვიულობ და არც ვიცი ვის მივმართო..." - ნინო მუმლაძის ვიდეომიმართვა

2026-10-04 21:20:27+04:00

"ბოდიში ემოციებისთვის, მაგრამ როგორც დედა ძალიან აღელვებული ვარ, ვნერვიულობ და არც ვიცი ვის მივმართო.... დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იქნებ მიიღოთ რამე ზომები პატარებში ამ ვირუსის შესაჩერებლად", - წერს მსახიობი ნინო მუმლაძე და ვიდეომიმართვას აქვეყნებს:

- ჩემი შვილის ჯგუფში გავრცელდა ნოროვირუსი. და როგორც აღმოჩნდა, საერთოდ მთელ ქალაქშია მოდებული. ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ძალიან უჭმელი ბავშვია, არც წამლებს იღებს მაინცდამაინც, ვერც ვიტამინებს ვასმევ და ღმერთმა დაიფაროს, რომ გადაედოს, ამ ეტაპზე მართლა ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, არც ელექტროლიტებს მიიღებს და ღმერთმა დაიფაროს, რომ გადაედოს, შეიძლება მომიწიოს გადასხმა, გადაყვანა და ა.შ... არც მინდა ამაზე ფიქრი. უბრალოდ მაქვს გულწრფელად ერთი კითხვა: როდესაც პირველ ეტაპზე 100 თუ 110 ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში, და როდესაც ჯანმომ ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ ამის მიზეზია ნოროვირუსი, ნუთუ არ იყო ეს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო დროებითი კარანტინი, და საყოველთაო დეზინფექცია მაინც გაკეთებულიყო საბავშვო ბაღებში?!

  • შეგახსენებთ, საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოსიკაციის შემდეგ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, შემთხვევათა ძირითადი ნაწილის მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

რა არის ნოროვირუსი, რატომ შეუძლია მას მოკლე დროში ბევრი ბავშვის დაავადება და როდის ხდება ინფექცია განსაკუთრებით საყურადღებო?

ნოროვირუსი მწვავე ვირუსული გასტროენტერიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევია. ის აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ყველაზე ხშირად იწვევს უეცარ ღებინებასა და დიარეას.ინფექცია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები, სადაც ბევრი ადამიანი ახლო კონტაქტში იმყოფება, მისი სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოა.ნოროვირუსის დამახასიათებელი თვისება მისი უკიდურესად მაღალი გადამდებლობაა. ინფიცირებული ადამიანი გარემოში ვირუსის მილიარდობით ნაწილაკს შეიძლება გამოყოფდეს, ხოლო სხვა ადამიანის დასაინფიცირებლად ძალიან მცირე რაოდენობაც საკმარისია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნოროვირუსს მსოფლიოში მწვავე გასტროენტერიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ასახელებს. მისი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 685 მილიონი შემთხვევა ხდება, მათგან დაახლოებით 200 მილიონი — 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ნოროვირუსით ინფიცირების შემდეგ სიმპტომები, ჩვეულებრივ, 12-48 საათში იწყება. ყველაზე დამახასიათებელია:

  • უეცარი ღებინება;
  • დიარეა;
  • გულისრევა;
  • მუცლის ტკივილი და სპაზმები;
  • ზოგჯერ ტემპერატურის მომატება;
  • თავისა და სხეულის ტკივილი;
  • სისუსტე.

ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობაში ნოროვირუსული ინფექცია მძიმე შედეგის გარეშე სრულდება. მთავარი საფრთხე თვითონ ვირუსი კი არა, ღებინებისა და დიარეის შედეგად სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვა — გაუწყლოებაა.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის, რადგან მათ ორგანიზმში სითხის მარაგი შედარებით მცირეა და ხშირი ღებინებისა და დიარეის დროს დეჰიდრატაცია უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს.გაუწყლოებაზე შეიძლება მიუთითებდეს პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, მუქი შარდი, ტირილი ცრემლების გარეშე, უჩვეულო ძილიანობა, მოდუნება ან ძლიერი გაღიზიანება. მძიმე გაუწყლოებისას ბავშვს შეიძლება საავადმყოფოში მკურნალობა და სითხის გადასხმაც დასჭირდეს.

იხილეთ ვრცლად:

რას წარმოადგენს ნოროვირუსი, რომელიც ბაღებში ეპიდაფეთქების ერთ-ერთ რეალურ მიზეზად დასახელდა და რატომ არის მისი შეჩერება რთული

გვიან ასაკში გაჩენა იმითაც არის ცუდი, რომ ფიქრობ, რა ასაკამდე მიჰყვები, რა ასაკამდე შეძლებ, შენი შვილის ცხოვრება ნახო, გვერდში დაუდგე... ჩემს შვილს აქვს კონტაქტი მამასთან - ნინო მუმლაძე გვიან ქორწინებაზე და მარტოხელა დედობაზე