აჭარის მაუწყებელზე ჯეკო მესხი - ედიქტოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი საუბრობს დამოკიდებულებაზე, ურთიერთობებზე და მათ გავლენაზე:
- სადაც ძალადობა და სხვადასხვა სახის დამოკიდებულება გვხვდება, იქ ხშირად ჩანს ადამიანის წარსულში მიღებული ფსიქოლოგიური დაზიანების კვალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკში გადატანილი ტრავმები — ისინი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და ადამიანის ქცევასა და ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს...
60 წლის ბენეფიციარი მყოლია, კაცი, რომლის მთელ ცხოვრებას მართავს 5 წლის ასაკში დედასთან კონფლიქტი, რომელმაც უთხრა, რომ „შენ ხარ უვარგისი და აი, ეს არის ჩვენი გადამრჩენელი", 3 წლის ძმაზე... და აი, მთელ ცხოვრებას ქვეცნობიერად მართავს იმის მტკიცება, რომ „მე უკეთესი ვარ". ის წყენა, რომ ესე იგი მე... უსაფრთხო გარემოზეც რომ ვისაუბროთ, ბავშვს თუ დედ-მამა ჰყავს, კარგად აცვია, კარგად ჭამს, კარგი ოჯახია... ანუ აქ კარგზე და ცუდზე არ არის, აქ არის დესტრუქცია და დისფუნქცია. სადაც ძალადობაა, მოხმარება, იქ ბეჭედდარტყმულია, რომ ადამიანი არის დაზიანებული უკვე. მაგრამ აი ამ ვითომ შელამაზებულ ვარიანტში, რომ „დედ-მამა ჰყავს და კარგად აცვია, ჭამს, სვამს“, მე თუ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საყვარელი, ადამიანი დედა და მამა ვერ მიღებს... ანუ სულ ვეკითხები, რომ უსაფრთხო გარემო გქონდა? კი. მაგრამ დედა და მამა თუ ვერ იღებს, 4 წლის ასაკში შეიძლება დაიწყოს ორალური ადიქციით, ფრჩხილების კვნეტა, მაგალითად.
„მე არ შემიძლია ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანთან, რომელმაც მომავლინა დედამიწაზე, არ შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ.... ბარიერი, რიდი აქვთ მამის? დედის? ადამიანის, ვინც სიცოცხლე მაჩუქა და ვინც უნდა იყოს მთელი ცხოვრება ჩემი მხარდამჭერი, ვისაც უნდა ვუთხრა, რომ „მამა, ორიანი მივიღე, დედა, ეს გოგო მომწონს, ეს მე გავტეხე“... ანუ ეს რომ არ შემიძლია, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, გარეთ როგორი შეშინებული გავდივარ? შემოდის ნივთიერებები, თამაში...