ნორვეგიის სკანდალური დედოფალი, რომელსაც ფილტვი გადაუნერგეს, სამეფო მოვალეობებს გაარიდეს... - სამეფო კარის განცხადება - მშობლები

ნორვეგიის სკანდალური დედოფალი, რომელსაც ფილტვი გადაუნერგეს, სამეფო მოვალეობებს გაარიდეს... - სამეფო კარის განცხადება

2026-10-08 11:17:26+04:00

ნორვეგიის დედოფალი მეტე-მარიტი სამეფო მოვალეობებს 2027 წლის ზაფხულამდე დატოვებს. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფო კარმა პრესრელიზში განაცხადა.

„მისი უდიდებულესობა დედოფალი ფილტვის გადანერგვის შემდეგ ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია და მას ოფიციალური გრაფიკი მომავალ ზაფხულამდე არ ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამეფო სახლმა გამოაცხადა მზადება სამეფო ოჯახის ოფიციალური ღონისძიებების განახლებისთვის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც აგვისტოს ბოლოს გარდაიცვალა. ნორვეგიის ახალი მეფე, ჰააკონ VIII, უახლოეს მომავალში ყურადღებას გაამახვილებს შიდა ღონისძიებებსა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.

სამეფო კარის ოფიციალური განცხადების მიუხედავად, ბევრი მიიჩნევს, რომ მეტე-მარიტის სამეფო მოვალეობების გადადებული გრაფიკი პირდაპირ კავშირშია იმ სკანდალებთან, რომლებშიც ის ბოლო დროს გაეხვა.

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ გამოცხადდა, რომ მისი 29 წლის ვაჟის, მარიუს ბორგ ჰოიბის საქმე, რომელსაც გაუპატიურებისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მისი ადვოკატების მოთხოვნით ხელახლა განიხილებოდა.

images-1791444659.jfif

გარდა ამისა, მეტე-მარიტი ადრე ფართოდ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში მილიარდერ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის გამო, რის გამოც იძულებული გახდა „აღსარების“ ინტერვიუ მიეცა და თითქოსდა თავი გაემართლებინა. ბევრი დარწმუნებულია, რომ დედოფალ კონსორტის საზოგადოებისგან დროებითი გარიდეება ხელს შეუწყობს საზოგადოების უკმაყოფილების შემცირებას სამეფო ოჯახის მიმართ.

ამ ზაფხულს მეტე-მარიტს ოსლოში წარმატებით ჩაუტარდა ფილტვის გადანერგვის ოპერაცია. 2018 წელს მას ფილტვის ფიბროზის იშვიათი ფორმა დაუდგინდა.

0c5cd745941c-oslo-norway-crown-princess-mette-marit-of-norway-and-crown-prince-haakon-of-norw-1791444659.webp
ჰააკონ VIII მეუღლესთან, მეტე-მარიტთან ერთად

original-1791444659.webp

მეტე-მარიტი 2001 წელს ტახტის მემკვიდრეზე, ჰააკონზე დაქორწინდა. იმ დროს მისი ვაჟი, მარიუსი, წინა ურთიერთობიდან, ოთხი წლის იყო.

1329462583-princess-mette-marit-1-1791444659.jpg

original-1-1791444659.webp

წელს, ეპშტეინის ფაილები გამოქვეყნდა, რომლებიც ადასტურებს, რომ მეტე-მარიტი მასთან რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმოწერას აწარმოებდა. გამჟღავნების გარშემო ფართოდ გავრცელებული საჯაროობის გამო, იგი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მილიარდერთან მისი კომუნიკაცია შეცდომა იყო.

აგვისტოში, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ვაჟი, 53 წლის მემკვიდრე პრინცი ჰააკონი, სახელმწიფოს მეთაური გახდა, ხოლო ახალი მეფის ცოლი, 53 წლის მეტე-მარიტი, დედოფალ-კონსორტი გახდა.

ნორვეგიის პრინცესას ვაჟს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ის თავდასხმასა და გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს
სამეფო ქორწილი იორდანიაში - პრინცესა სარა IT-სპეციალისტს გაჰყვა ცოლად, რომელმაც უშველებელი ტორტი ხანჯლით გაჭრა (ფოტოები)
როგორ გაექცა დუბაის პრინცესა შეიხს ორი შვილითა და 40 მილიონი დოლარით? - ამბავი, რომელმაც საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია