რა უნდა გააკეთოთ ახალ წლამდე, რომ სახლში იღბალი და კეთილდღეობა მიიზიდოთ - როგორ მოვრთოთ გარემო და სუფრა - მშობლები

რა უნდა გააკეთოთ ახალ წლამდე, რომ სახლში იღბალი და კეთილდღეობა მიიზიდოთ - როგორ მოვრთოთ გარემო და სუფრა

2026-10-08 11:50:38+04:00

განსაკუთრებული წელი ახლოვდება. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2027 წლის მთავარი სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი თხა იქნება. ასეთი კომბინაცია - ნიშანი, ცეცხლის სტიქია და წითელი ფერი - აღმოსავლურ კალენდარში 60 წელიწადში ერთხელ მეორდება. ბოლოს წითელი ცეცხლოვანი თხის წელი 1967 წელს იყო, შემდეგ კი ასეთი წელი 2087 წელს დადგება.

თხა მშვიდი და კეთილგანწყობილი ჩანს, თუმცა, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, მას ძლიერი ხასიათი და მკაფიო პრინციპები აქვს. ამბობენ, რომ მისი სიმბოლიკის გათვალისწინება წარმატებისა და კეთილდღეობის მოზიდვაში დაგვეხმარება.

მაშ, რა უნდა ვიცოდეთ 2027 წლის შესახებ და რა წესებს უკავშირდება წითელი ცეცხლოვანი თხის წელი?

როდის დაიწყება წითელი ცეცხლოვანი თხის წელი:

zodiako-16-1791446180.jpg

აღმოსავლური კალენდრით, ახალი წელი 1-ელ იანვარს არ იწყება. მთვარის კალენდრის მიხედვით, 2027 წლის ახალი წელი 6 თებერვალს დადგება. სწორედ ამ დღიდან დაიწყება წითელი ცეცხლოვანი თხის წელი, რომელიც 2028 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდება.

ამის შემდეგ წლის მფარველად ყვითელი მაიმუნი მოგვევლინება.

აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლისთვის მომზადება თავად დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრეა სასურველი. ამიტომ იანვრის მეორე ნახევარი კარგი დროა სახლის დასალაგებლად, ძველი ნივთებისგან გასათავისუფლებლად და ახალი წლისთვის განწყობის შესაქმნელად.

როგორი ხასიათი აქვს 2027 წლის მფარველს:

თხის შესახებ გავრცელებული წარმოდგენები მის სიჯიუტესა და სიმორცხვეს უკავშირდება, თუმცა ჩინურ ასტროლოგიაში ამ ნიშანს გაცილებით მრავალფეროვანი ხასიათი აქვს. იგი სიბრძნესთან, ინტუიციასთან, შემოქმედებითობასა და შინაგან სიმტკიცესთან ასოცირდება.

ცეცხლის სტიქია თხის ბუნებას ენერგიასა და დინამიკას მატებს, წითელი ფერი კი ვნებასა და აქტიურობასთანაა დაკავშირებული.

წითელ თხას უყვარს სილამაზე, ხელოვნება და ჰარმონიული გარემო. მას არ მოსწონს უხეშობა, სიცრუე და უპატივცემულობა. იგი ძლიერი და პრინციპულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ოჯახსა და საყვარელი ადამიანების დაცვას ეხება.

რას უნდა ველოდოთ 2027 წლისგან:

zodiako-8-1791446216.jpg

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2027 წელი მკვეთრი ცვლილებებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების პერიოდი არ იქნება. თხას ქაოსი და ნაჩქარევი ნაბიჯები არ უყვარს, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე და წინდახედულობა იქნება საჭირო.

ეს წელი განსაკუთრებით ხელსაყრელად მიიჩნევა სტაბილურობის შესაქმნელად და უკვე დაწყებული საქმეების გასავითარებლად. კარგი დროა სახლის მოწყობისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ოჯახური ურთიერთობების გასამტკიცებლად.

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, წარმატებული შეიძლება, აღმოჩნდეს ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შემოქმედებით ადამიანებს ახალი პროექტების განხორციელებისთვის კარგი შესაძლებლობები ექნებათ, აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანებს კი ახალი ნაცნობობისა და თანამშრომლობის შანსი მიეცემათ.

თხის წლის ერთ-ერთ მთავარ წესად გულწრფელობა და სამართლიანობა მიიჩნევა. ამიტომ ინტრიგებს, ჭორებსა და სხვების მოტყუებას უმჯობესია, მოერიდოთ.

როგორ მოვიზიდოთ სახლში იღბალი და კეთილდღეობა:

zodiako-7-1791446228.jpg

აღმოსავლურ ტრადიციაში ციფრი 8 კეთილდღეობისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ინტერიერში, საჩუქრების რაოდენობისა თუ მნიშვნელოვანი თარიღების შერჩევისას.

2027 წლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წითელ და მწვანე ფერებს ანიჭებენ. წითელი ენერგიის, აქტიურობისა და წარმატების სიმბოლოა, მწვანე კი ზრდასა და ჰარმონიასთან ასოცირდება.

zodiako-9-1791446246.jpg

სახლში შეგიძლიათ განათავსოთ თხის პატარა ქანდაკება - მაგალითად, ხის ან ლითონისგან დამზადებული. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ცხოველის გამოსახულება დეკორაციებში ან აქსესუარებში.

როგორ შევხვდეთ 2027 წელს:

წითელ თხასთან დაკავშირებული ტრადიციების მიხედვით, ახალი წლის მარტო გატარება საუკეთესო არჩევანი არ არის. დღესასწაულს მეტი სითბო და ხალისი ახლობლებთან ერთად გატარებულ დროს მოაქვს, ამიტომ სასურველია, ახალი წელი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში შეხვდეთ.

zodiako-20-1791446314.jpg

სადღესასწაულო გარემოც მყუდრო და თბილი უნდა იყოს. ქალაქგარეთ მდებარე სახლი ან ცოცხალი მცენარეებითა და რბილი განათებით გაფორმებული ბინა ამ განწყობის შესაქმნელად კარგი არჩევანია.

თუ არჩევანი გაქვთ, უპირატესობა მყუდრო გარემოს მიანიჭეთ - ხმაურიანი კლუბებისა და ხალხმრავალი ადგილების ნაცვლად, წლის მფარველის სიმბოლიკას უფრო მშვიდი და ოჯახური ატმოსფერო შეესაბამება.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს:

zodiako-10-1791446332.jpg

ასტროლოგების თქმით, წლის მთავარ მფარველს დახვეწილი და ბუნებრივი სტილი უყვარს. ამიტომ, საახალწლო სამოსის შერჩევისას ზედმეტად გადატვირთულ ლუქებს ჯობს, მოერიდოთ.

ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებული ფერებიდან შეგიძლიათ, აირჩიოთ ალუბლისფერი, ლალისფერი, ნარინჯისფერი.

თუ წითელი თქვენთვის სასურველი ფერი არ არის, არჩევანი ბეჟზე, ქვიშისფერზე ან ნაზ რუხზე შეაჩერეთ. ლუქს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი აქსესუარები განსაკუთრებით გაამრავალფეროვნებს.

სასურველია, სამოსი ბუნებრივი ქსოვილისგან იყოს დამზადებული - მაგალითად, აბრეშუმის, ქაშმირის, მატყლის ან ბამბისგან. ვარცხნილობაც ბუნებრივი და მსუბუქი ჯობს, იყოს.

როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა

zodiako-2-1791446346.jpg

თხის სიმბოლიკიდან გამომდინარე, საახალწლო სუფრაზე მცენარეულ კერძებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. მენიუში შეგიძლიათ, შეიტანოთ ახალი მწვანე სალათები, ბოსტნეულის წასახემსებლები, ბურღულეულისა და მარცვლეულის კერძები.

მაგიდის ცენტრში ცოცხალი მცენარეების ან ჯეჯილის კომპოზიცია სადღესასწაულო დეკორს კარგად შეავსებს.

ხორცის კერძებიდან საქონლისა და ფრინველის ხორცი მისაღებად მიიჩნევა, თუმცა თხისა და ცხვრის ხორცისგან აუცილებლად თავი უნდა შეიკავოთ.

zodiako-3-1791446365.jpg

სუფრაზე ასევე შეგიძლიათ, მიიტანოთ სხვადასხვა სახეობის ყველი, რძის პროდუქტები, ხაჭოს დესერტები და ნამცხვრები.

მაგიდის გასაფორმებლად თეთრი ან წითელი ფერის სუფრა შეარჩიეთ. სანთლების რბილი შუქი კი სადღესასწაულო გარემოს უფრო მყუდროს გახდის.

რა ვაჩუქოთ ახლობლებს და რომელ ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება:

თხის სიმბოლიკა პრაქტიკულობასა და ზრუნვას უკავშირდება, ამიტომ საჩუქრად ისეთი ნივთები შეარჩიეთ, რომლებიც სახლს გაალამაზებს ან ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს გახდის.

ხარისხიანი პლედი, ლამაზი თეთრეული, ოთახის მყუდრო ჩუსტები ან სპა-სალონის სასაჩუქრე სერტიფიკატი კარგი არჩევანი იქნება. უსარგებლო ნივთებსა და უხერხულ ხუმრობებს კი უმჯობესია, მოერიდოთ.

არსებობს კიდევ ერთი გავრცელებული საახალწლო ნიშანი: ახალი წლის დადგომამდე ფულის გასესხებას ერიდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

zodiako-12-1791446386.jpg

კარგ ნიშნად ითვლება სახლის საფუძვლიანი დალაგება და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებაც. ახალი წლის წინ სივრცის მოწესრიგება თითქოს ადგილს უთმობს ახალს და არასაჭირო ნივთებთან ერთად, ძველ პრობლემებსაც უკან მოიტოვებს.

კეთილი საქმის გაკეთებაც კარგი დასაწყისია. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება, თუნდაც ამის შესახებ სხვამ არ იცოდეს. წლის სიმბოლიკის მიხედვით, უანგარო სიკეთე ყოველთვის დადებითად ფასდება.

რომელი ნიშნებისთვის იქნება 2027 წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი

axali-celi-1791446430.jpg

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, თხის წელში დაბადებულ ადამიანებს 2027 წელი განსაკუთრებით ხელსაყრელ პერიოდად მიაჩნიათ. თხის მოკავშირეებად კი კურდღელი, ღორი და ცხენი ითვლებიან. ამ ნიშნებს შორის ურთიერთობა ჰარმონიულად მიიჩნევა და მათი ენერგია ერთმანეთს კარგად ავსებს.

ხარს, ვეფხვსა და დრაკონს კი მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ამ ნიშნების ხასიათი და ენერგეტიკა ცეცხლოვანი თხის ბუნებას ყოველთვის მარტივად ვერ ეწყობა.

წითელი ცეცხლოვანი თხის წელი, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, გულწრფელობას, შემოქმედებითობას, სიმშვიდესა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას უკავშირდება. თუ მის სიმბოლიკას დავუჯერებთ, ახალ წელს სუფთა გულითა და კარგი განწყობით შეხვედრა საუკეთესო დასაწყისი იქნება.

ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებები 2027 წლისთვის
როგორი იქნება 2027 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის - ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და ვისთვის იქნება რთული წელი
2027 ცეცხლოვანი თხის წელია - როგორი წელი გველის, როგორ შევეგებოთ, ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და რით იქნება ეს პერიოდი გამორჩეული