58 წლის სელინ დიონი, რომელსაც განუკურნებელი დაავადება აქვს, კონცერტზე დავარდა - ვიდეო ვირუსულად გავრცელდა - მშობლები

58 წლის სელინ დიონი, რომელსაც განუკურნებელი დაავადება აქვს, კონცერტზე დავარდა - მომღერლის მდგომარეობით ბევრი შეშფოთდა

2026-10-09 11:31:29+04:00

58 წლის სელინ დიონი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტრიუმფალურად დაუბრუნდა სცენას, კუნთების საკმაოდ რთული დაავადების, დაჭიმულობის სინდრომით გამოწვეული სპაზმების გამო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პარიზში კონცერტის დროს დაეცა. ვიდეო, სადაც არტისტი ოსტატურად დგება დაცემიდან და აგრძელებს თავის გამოსვლას, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

მანამდე L'Oréal Paris-ის ყოველწლიური ჩვენება მოდის კვირეულზე გაიხსნა, რომელშიც ბრენდის დიდი ხნის ელჩი სელინ დიონი მონაწილეობდა. ის ხავერდის კაბით გამოჩნდა და შეასრულა თავისი ჰიტი "I'm Alive".

images-2-1791531517.jfif

celine-dion-loreal-performance-24-1791531517.webp

სელინ დიონმა ორი წლის გაამხილა, რომ კუნთების დაჭიმულობის სინდრომის გამო მუდმივ სპაზმებს განიცდის. მომღერლის კიდევ ერთი შეტევის ვიდეო მის შესახებ დოკუმენტურ ფილმში "I Am Celine Dion" შევიდა.

images-1-1791531587.jfif

აღსანიშნავია, რომ ეს სინდრომი განუკურნებელი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მილიონიდან ერთ ადამიანს აწუხებს. ის იწვევს უკონტროლო კუნთების სპაზმების შეტევებს, რაც მას ართმევს სრულფასოვანი ცხოვრებისა და მუშაობის უნარს. დროთა განმავლობაში, დაავადება პროგრესირებს, რაც სპაზმების კონტროლს ართულებს. სელინ დიონს დიაგნოზი თითქმის 20 წლის წინ დაუსვეს, თუმცა ის ამას საზოგადოებისგან დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, სანამ 2022 წელს მსოფლიო ტურნე არ გააუქმა.

სელინ დიონი, დემეთ ოზდემირი და ახლა უკვე - ტარკანი - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს, გოგონას გამომწერების რაოდენობამ კი უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა
როგორ გამოიყურება ახლა სელინ დიონი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო ნევადაში, საკუთარ სახლში ჩაიკეტა? - ვარსკვლავის ახალი კადრები