არჯეი მიტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია საკულტო სერიალში „Breaking Bad“ მთავარი გმირის შვილის, უოლტერ უაითის როლით, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. TMZ-ის ცნობით, მსახიობის გარდაცვალება შესაძლოა თვითმკვლელობა ყოფილიყო. მისი გარდაცვალების გარემოებების გამოძიება გრძელდება.
მიტი თამაშობდა უოლტერ უაით უმცროსს, ცერებრალური დამბლით დაავადებულ მოზარდს, ბრაიან კრენსტონის - მთავარი გმირის უფროს ვაჟს. მსახიობი გამოჩნდა სერიალის ხუთივე სეზონში, რომელიც 2008 წლიდან 2013 წლამდე გადიოდა და გახდა შოუს ერთ-ერთი ცნობადი სახე. თავისი პერსონაჟის მსგავსად, მიტი ბავშვობიდან ცერებრალური დამბლით ცხოვრობდა, მაგრამ მისი მდგომარეობის ფორმა ნაკლებად მძიმე იყო: როლისთვის მან ხელახლა ისწავლა ყავარჯნების გამოყენება და მეტყველებასაც ცვლიდა.



მსახიობს ტელევიზიაში დებიუტი ჰქონდა ისნეის სერიალში „ჰანა მონტანა“, ხოლო „Breaking Bad“-ის წარმატების შემდეგ, კვლავ განაგრძო ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში გამოჩენა. მის ნამუშევრებს შორის არის „აპოკალიფსი დღეს“, „სამართლიანობის მცველები“, „ტრიუმფი“. „ყველა ის პატარა რამ, რასაც ჩვენ ვანადგურებთ“ და სხვა. სამსახიობო კარიერის გარდა, მოდელად მუშაობდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს იცავდა. იყო საქველმოქმედო ორგანიზაციების United Cerebral Palsy-ისა და Shriners Children's-ის ელჩი და ასევე ხელმძღვანელობდა საკუთარ ფონდს, Mitte Foundation-ს, რომელიც მხარს უჭერდა სხვადასხვა ინიციატივას და ებრძოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტერეოტიპებს.

გასულ წელს, მსახიობმა ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ, თავის რჩეულ კენედი სუარესს ხელი სთხოვა. თუმცა, წყვილს დაქორწინება არ დასცალდა...

„განადგურებული ვარ. არჯეი მიტი, ჩემი საყვარელი ვაჟი „Breaking Bad“-ში, გარდაიცვალა“, - დაწერა ბრაიან კრენსტონმა, რომელმაც შოუში მთავარი როლი შეასრულა,„ცერებრალური დამბლით დაბადებული იყო, თუმცა არასდროს დაუშვია, რომ მისი დიაგნოზი საბაბად გამოეყენებინათ. ის ჩვენს დატვირთულ გადაღებების გრაფიკს უდიდესი მონდომებით ასრულებდა და არასდროს არაფრით უსარგებლია“, - დასძინა მსახიობმა.
რეალურ ცხოვრებაში და ზრდასრულ ასაკშიც არჯეი მიტს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლის შემდეგ დატოვებული სიმპტომები, თუმცა მისი რეალური მდგომარეობა გაცილებით უფრო მსუბუქი ფორმის იყო, ვიდრე მისი პერსონაჟის, უოლტერ უაით უმცროსის სერიალში. ბავშვობაში მიტი ატარებდა ფეხის სპეციალურ ფიქსატორებს და იყენებდა ყავარჯნებს, თუმცა წლების განმავლობაში ინტენსიური ფიზიოთერაპიისა და ვარჯიშის შედეგად, მან ზრდასრულ ასაკში სრულად დამოუკიდებლად, ყავარჯნების გარეშე სიარული შეძლო. სერიალში Breaking Bad გადაღებისას, რეჟისორის ჩანაფიქრით, პერსონაჟის მდგომარეობა უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო. ამიტომ მიტს მოუწია ხელახლა ესწავლა ყავარჯნებით სიარული, შეენელებინა მეტყველება და ხელოვნურად გაემწვავებინა სხეულის მოტორიკის სიმპტომები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დამხმარე საშუალებები არ სჭირდებოდა, ცერებრალური დამბლის მსუბუქი ეფექტები (მცირე გავლენა მეტყველებასა და კუნთების კონტროლზე) მას მთელი ცხოვრების, მათ შორის ზრდასრულობის განმავლობაშიც უნარჩუნდებოდა. სწორედ ამიტომ, მან თავისი ცხოვრება ჰოლივუდში შშმ პირთა უფლებების დაცვასა და მედიაში მათი ნამდვილი სახით რეპრეზენტაციას მიუძღვნა.