"მინდა დაგელაპარაკოთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ჩემთვის, რასაც ჰქვია ცუდი დიაგნოზი... კარცენომა" - მანანა კოზაკოვას ვიდეომიმართვა - მშობლები

"მინდა დაგელაპარაკოთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ჩემთვის, რასაც ჰქვია ცუდი დიაგნოზი... კარცენომა" - მანანა კოზაკოვას ვიდეომიმართვა

2026-10-15 14:39:07+04:00

მსახიობი მანანა კოზაკოვა ვიდეომიმართვას აქვეყნებს მათთვის, ვინც ცუდ დიაგნოზს ეჯახება.

"დღეს მინდა დაგელაპარაკოთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ჩემთვის, რასაც ჰქვია ცუდი დიაგნოზი... კარცენომა. მე მქონდა ეს დიაგნოზი, იმედია, რომ დავამარცხე. რემისიაში ვარ..." - ამბობს მსახიობი და ვიდეომიმართვას შემდეგ ტექსტს ურთავს:

"თუ ახლა ამ გზას გადიხართ და გგონიათ, რომ ძალა აღარ გყოფნით... მინდა იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მეც ზუსტად ეს გზა გავიარე. ვიცი, რამდენად რთულია, რამდენი ეჭვი და შიში ახლავს თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ამ ყველაფრის დამარცხება შესაძლებელია.ძალიან მინდა ჩემი გამოცდილებით დაგეხმაროთ. თუ გაქვთ შეკითხვები, თუ უბრალოდ გჭირდებათ ვინმე, ვისაც ესმის, რასაც გრძნობთ – დამიწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ პირადში. შევეცდები ყველაფერზე გულწრფელად გიპასუხოთ.დაიმახსოვრეთ, თქვენ იმაზე ძლიერები ხართ, ვიდრე ახლა გგონიათ!"

ამბობენ, რომ მე და ჩემი შვილიკო ძალიან ვგავართ ერთმანეთს... აბა, ვნახოთ... - მანანა კოზაკოვას და თინა წულაძის სახალისო ვიდეო
ახალი ვარსკვლავური წყვილი გრძნობებს აღარ მალავს - თინათინ წულაძის და ბუბა ჭოღოშვილის ერთობლივი კადრები და ახალი ცხოვრება (ვიდეო)